თავად პროფესია, ჯერ კიდევ ძველ ცივილიზაციებში, რომსა და საბერძნეთში გამოჩნდა, როცა მაშინდელი ორატორები ასრულებდნენ დამცველების როლს და საზოგადოებას მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ, თუმცა მაშინ მას ასე კონკრეტული სახელი არ ერქვა და თავად პროფესიაც ეტაპობრივად განვითარდა და ფეხი მოიკიდა საზოგადოებაში.
საინტერესოა, კონკრეტულად რა საქმიანობით შემოიფარგლებოდა ანტიკურ ეპოქაში ადვოკატის პროფესია?! რომის რესპუბლიკის ეპოქაში ადვოკატი იყო ადამიანი, რომელსაც, როგორც კანონიერ დამცველს, ერთ-ერთი მხარე იწვევდა სასამართლო პროცესზე. ადვოკატი კი არა მარტო იურიდიულ რჩევებს აძლევდა თავის კლიენტს, არამედ ესწრებოდა პროცესს, რითაც მნიშვნელოვნად აძლიერებდა მის პოზიციას. რესპუბლიკის ხანაში ადვოკატები სრულიად უსასყიდლოდ იღებდნენ მონაწილეობას სასამართლო პროცესებში, იმპერიის ეპოქაში, კლავდიუსის შემდეგ, კანონმა მათ მისცა უფლება, აეღოთ შესაბამისი ანაზღაურება, როგორც საქმიანობის საზღაური ჰონორარი, რომელიც უნდა ყოფილიყო არა უმეტეს 10000 სესტერციისა.
საქართველოს ადვოკატთა შესახებ კანონს თუ მოვიშველიებთ, საქართველოში ადვოკატი, თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს და ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს.
ადვოკატის საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევების მიცემას იმ პირისათვის, რომელიც მას დახმარებისთვის მიმართავს;
მოქალაქეებს ხშირად აინტერესებთ, თუ რა ღირს დღეს საქართველოში ადვოკატის მომსახურება, ანუ რა დაუჯდებათ ყველა ის ეტაპი, რომელიც მათ დასჭირდებათ საქმისწარმოების პროცესში.
დავიწყოთ ადვოკატის ხარჯებით, რომელსაც სასამართლოს გარეშე ხარჯებს უწოდებენ და რომელიც ძირითადად გულისხმობს ადვოკატის მომსახურებაში გაწეულ ხარჯს, რომელიც ინდივიდუალურია საქმის სირთულიდან გამომდინარე და კლიენტი მის მიერ დაქირავებულ ადვოკატს უხდის იმ თანხას, რომელზეც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქმის სირთულიდან გამომდინარე თანხმდებიან. ასევე, ამ ხარჯებში შედის დაკარგული ხელფასი, ე.წ. განაცდური, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები და მხარის სხვა აუცილებელი ხარჯები.
პროცესის ხარჯებიდან გასათვალისწინებელია ასევე სასამართლო ხარჯები, ესენია სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორებიცაა ექსპერტებისთვის, სპეციალისტების, მოწმეებისთვის, თარჯიმნებისთვის გათვალისწინებული ხარჯები და სხვა.
ადვოკატის საქმიანობა შემოიფარგლება მის მიერ იურიდიული რჩევის მიცემით იმ პირისთვის, კლიენტისთვის, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა; მას ასევე ევალება კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, საგამოძიებო ორგანოებში. ადვოკატის საქმიანობა ასევე მოიცავს მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ასევე, ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.
საადვოკატო ბიურო Ok&CG-ის ადვოკატები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევენ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა ფასიან იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით. კომპანიის ადვოკატები მომომხმარებლებს სთავაზობენ მომსახურებას სამართლის შემდეგ მიმართულებებზე, გაეცანით ჩამონათვალს:
- სამოქალაქო სამართალი
- ადმინისტრაციული სამართალი
- სისხლის სამართალი
- შრომის სამართალი
- უძრავიქონებადაპრივატიზაცია
- სააღსრულებოსამართალი
- სამეწარმეოსამართალიდაბიზნესგარიგებები
- საგადასახადოსამართალი
- სასესხოდაწილობრივიინვესტიციები
- მედიაცია
- საერთაშორისოკერძოსამართალი
- ფასიანი იურიდიული მომსახურება
რაც შეეხება ფასებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადვოკატის მომსახურების ხარჯები დამოკიდებულია საქმის სირთულეზე. თითოეული საქმე, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა სირთულისაა, საჭიროებს განსხვავებულ ძალისხმევას და შესაბამისად, თანხაც ყველა ფაქტორის გათვალისწინებით დგინდება.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში