სასჯელის ახალი ფორმა ძალაში 2018 წლიდან შევა1245 2017.07.23
სასჯელის ახალი ფორმა ძალაში 2018 წლიდან შევა
შინაპატიმრობა სასჯელის ახალი ფორმაა. მსჯავრდებული სასჯელს, საკნის ნაცვლად, საკუთარ საკუთარ სახლშიმოიხდის. მიმალვისაგან თავის დაზღვევის მიზნით კი მათ სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ, რომლის საშუალებითაც მათიადგილსამყოფელი მუდმივად ცნობილი იქნება. შინაპატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული ვალდებული იქნება დროის გარკვეულ მონაკვეთში განსაზღვრულ ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. სასჯელის ახალი ფორმა ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა. სამაჯური სასჯელის მოხდამდე მსჯავრდებულს მუდმივადეკეთება.სამაჯურის დაზიანების, ან მოხსნის შემთხვევები, მართვის ცენტრში შეტყობინება შევა. ახალი სასჯელის ფორმაპირველი ნასამართლეობის მქონე პირებს 6თვიდან 2 წლამდე, დაენიშნებათ. ასევე შინაპატიმრობა გამოყენებული იქნება ისეთ ბრალდებულების მიმართაც, რომლებსაც მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედებათ ბრალი. აღსანიშნავია, რომ შინაპატიმრობა საქართვლოში უკვე ორი წელია გამოიყენება, თუმცა, მისი შეფარება მხოლოდ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართხდებოდა.