გორთან ახლოს  ავტომანქანა გზიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა968 2017.09.04
გორთან ახლოს ავტომანქანა გზიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა
სოფელ ოკამთან, ავტობანზე, მსუბუქი ავტომობილსცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღებას, საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. თუმცა, უცნობია მოცემულ შემთხვევაში აკმაყოფილებდა თუ არა სოფელ ოკამთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ტექნიკურ მოთხოვნებს.