გზა სამკვიდროს გაცემამდე973 2012.10.19
გზა სამკვიდროს გაცემამდე
თუ გადაწყვეტთ, რომ პირები, რომლებსაც აპირებთ დაუტოვოთ ქონება, ამას არ იმსახურებენ (რაც საკმაოდ ხშირად ხდება) ან უბრალოდ მოხდა რაიმე სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევა რაც მიზეზი გახდა იმისა, რომ თქვენ ვეღარ ახერხებთ ძველი ანდერძის მიხედვით ხელმძღვანელობას, იცოდეთ რომ მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ანმოშალოს ანდერძი – ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება; სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით; ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულებით. მაგრამ თქვენ აუცილებლთ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანდერძი, რომელიც გაუქმდა შემდგომში შედგენილი ანდერძით, არ შეიძლება აღდგენილ იქნეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო გვიან შედგენილი ანდერძი შემდგომში გაუქმდება განცხადების შეტანით. მაგრამ თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაგრამ ისინი ავსებენ და მთლიანად არ ცვლიან ერთმანეთს, მაშინ ყველა ანდერძი ინარჩუნებს ძალას. წინა ანდერძი ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი განკარგულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ანდერძით.