947
2017.09.14
ბავშვების დასაცავად ინტერნეტპროვაიდერებს ინფორმაციის ნაწილის წაშლა დაევალებათ
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ინტერნეტ პროვაიდერებს ფილტრაციის პროგრამების შექმნას, ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს, გარკვეული სახის ინფორმაციის წაშლასა და სხვადასხვა ვალდებულებებს დააკისრებს. საქართველოს კანონებში "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და "მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" ცვლილებების ინიციატივის ავტორიქართული ოცნებისდეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა.
ხუნდაძე ცვლილებებით სახელმწიფოს მიერ ინტერნეტზე კონტროლის დაწესებას გამორიცხავს. მისი თქმით, კანონპროექტი ბავშვებს დაიცვას ისეთი რისკებისგან, როგორიცაა კონტენტი და კონტაქტი, სამომხმარებლო და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება:
"ტექნოლოგიების განვითარებამ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ბავშვის სწორად განვითარება არ უნდა დააზარალოს. კანონპროექტის მომზადება ონლაინ რისკებისაგან არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ განაპირობა."
დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, საკითხის დამუშავებაში ჩართულია არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. მისივე თქმით, შესაბამის კანონპროექტს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენენ.
წყარო: on.ge