თელასი სემეკმა 5000 ლარით დააჯარიმა1023 2017.09.14
თელასი სემეკმა 5000 ლარით დააჯარიმა
სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 სექტემბრის საჯარო სხდომაზე მიიღო.სემეკის ცნობით, დაჯარიმების საფუძველია სს „თელასის“ მიერ კომერციულ მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და სემეკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.სს „თელასს“ დაევალა ორი თვის ვადაში უზრუნველყოს გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.