მოსამართლის პატივისა და ღირსების შელახვის გამო, ფადი ასლის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა1144 2017.09.21
მოსამართლის პატივისა და ღირსების შელახვის გამო, ფადი ასლის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სასამართლო აცხადებს, პირველად, მართლმსაჯულების ისტორიაში, სასამართლომ მოსამართლის პატივისა და ღირსების შელახვისთვის, მოქალაქეს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მოპასუხე აღნიშნულ სასამართლო პროცესზე ბიზნესმენი ფადი ასლი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენს დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედია საშუალებებში სადაც სადაო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი - 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ, სარჩელი მას შემდეგ აღძრა, რაც ბიზნესმენმა ფადი ასლიმ მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა. სავაჭრო, სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მხრიდან მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება ეხებაფილიპ მორისსადათბილისის თამბაქოს,ასევეომეგა ჯგუფსადა ბრითიშ ამერიქან თობაქოსშორის ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს . სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ფადი ასლიმ, დაუსაბუთებელი განცხადებებით, ზიანი არამხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საქმიან რეპუტაციას მიაყენა, არამედ მიზნად ისახავდა მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. როგორც ფადი ასლიმ განმარტა, მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მხოლოდ პირად მოსაზრებებს, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება, არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. სასმართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას. მსგავსი ბრალდებები კი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია წყარო: on.ge