ბელგიაში ფრანგ მწერალ ქალს ევთანაზია გაუკეთეს1511 2017.10.04
ბელგიაში ფრანგ მწერალ ქალს ევთანაზია გაუკეთეს
ბელგიაში ფრანგმწერალქალს ენ ბერტს ევთანაზია გაუკეთეს. ინფორმაციასLe Monde ავრცელებს. მწერალი 59 წლის ასაკში ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისივე თხოვნით, მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. ამ პროცედურის ჩატარების უფლების მოპოვებასენ ბერტი თვეების მანძოლზე ცდილობდა. ევთანაზია ბელგიაში 2002 წლიდან არის დაშვებული. ბერტს დიაგნოზიამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. მან ღია წერილით მიმართა საფრანეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომ საფრანგეთში ევთანაზია დაეშვათ. შეგახსენებთ, რომსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით ითვალისწინებს აქტიური ევთანაზიის შემთხევას, როცა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად პირისათვის აქტიური ევთანაზიის გაკეთება ხდება. ევთანაზიის ორ სახეს განასხვავებენ: პასიურს და აქტიურს. აქტიური ნებაყოფლობითი ევთანაზია გულისხმობს უკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი ავადმყოფის მიმართ ისეთი პრეპარატის გამოყენებას, რომელიც დააჩქარებს მის სიკვდილს. რაც შეეხება პასიურ ევთანაზიას, ის გულისხმობს დამხმარე თერაპიის შეწყვეტას, რასაც იმავე შედეგამდე მივყავართ, მაგრამ არა დაჩქარებით. საქართველოში პასიური ევთანაზია კანონით დაშვებუილია. ადამიანს აქვს უფლება, თავისი ნება პასიური ევთანაზიის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოხატოს წერილობით. გადაწყვეტილების მიღების მომენტში ავადმყოფი უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად, საღი გონებით და მისი მიზანი უნდა იყოს ძლიერი ტკივილებისაგან თავის დაღწევა.