1145
2017.10.10
რა შემთხვევაში დაყადაღდება თქვენი ქონება?
დღესდღეობით, მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, დამატებითი ინფორმირებულობის გარეშე ხშირად ხდება მათი ქონების დაყადაღება.
გახსოვდეთ, რომ კრედიტორს, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. კრედიტორის მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია 1 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის უძრავ თუ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადების შესახებ.
ყადაღის დადების პირობებში მესაკუთრეს ეზღუდება ქონების რაიმე სახით განკარგვის შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ ზღუდავს მის საკუთრების უფლებას. გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოს განჩინება ყადაღის დადების შესახებ არ არის საბოლოო და თქვენ შეგიძლიათ მისი გასაჩივრება განჩინების გამომტან სასამართლოში 5 დღის ვადაში საჩივრის შეტანის გზით.
გასაჩივრების გზით თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ქონება უკანონო რეალიზაციისა და ხელყოფისგან, ასევე კრედიტორისაგან მოითხოვოთ ყადაღის დადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
თუ კრედიტორმა, თქვენი ქონება დააყადაღა სასამართლოს განჩინების გარეშე, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოთ ასეთი მოქმედების აღკვეთა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ 2 47 87 87.