7 წლის გოგონა მასწავლებლის ქმარმა გააუპატიურა?1081 2017.10.10
7 წლის გოგონა მასწავლებლის ქმარმა გააუპატიურა?
პედაგოგის ქმარი 7 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით გლდანის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მასწავლებელი აცხადებს, რომ არასრულწლოვან გოგონას დედამ აიძულა ცრუ ჩვენების მიცემა. მასწავლებელი ამბობს, რომ თვითმხილველი მისი 4 წლის შვილია, რომელიც პოლიციამ ფსიქოლოგის თანხლებით დაკითხა და განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საჭიროა, გამოძიება წარიმართოს სრულად და ეფექტურად. კანონიერი გზით მოპოვებული უნდა იქნეს საქმესთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მოქმედი კანონმდებლობით მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გასათვალისწინებელია, რომ პირი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით საჭიროა განსაკუთრებით სენსიტიური მიდგომა, იმის გამო, რომ დაზარალებულს წარმოადგენს არასრულწლოვანი პირი, ამასთან, მოწმე არის მცირეწლოვანი, 4 წლის ბავშვი.