ხშირად მოქალაქეები არ ეთანხმებიან საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილ საჯარიმო ქვითარს, თუმცა არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლებების თაობაზე.
იცოდეთ, რომ თუ თქვენ არ ეთანხმებით საჯარიმო ქვითარს და გამოწერილ ჯარიმას უსაფუძლოდ მიიჩნევთ, თქვენ შეგიძლიათ ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.
საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ რეკვიზიტებს, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობასა და მისამართს, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის პირად ნომერსა და სხვ. საჩივარზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
გახსოვდეთ, რომ გასაჩივრების უფლება შეზღუდულია გარკვეული ვადით, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. ვადის გასვლის შემდეგ გასაჩივრების უფლება გერთმევათ, თუმცა ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა). უფლებამოსილ ორგანოს თქვენ უნდა წარუდგინოთ კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზი წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს მიზეზის საპატიოდ მიჩნევა.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა