რა შემთხვევაში შეუძლია აღსრულების ეროვნულ ბიუროს თქვენი გამოსახლება?!2882 2018.01.27
რა შემთხვევაში შეუძლია აღსრულების ეროვნულ ბიუროს თქვენი გამოსახლება?!

 მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გამოსახლების ინსტიტუტს სხვისი ქონების უკანონოდ ფლობის ან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. თავდაპირველად გამოსახლების კომპეტენცია სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ მინიჭებული, დღეს კი გამოსახლებას ახდენს მხოლოდ აღმასრულებელი.

 

 (1) თუ თქვენ უკანონოდ ფლობთ სხვის უძრავ ქონებას ან არ ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ ვალდებულებას, მესაკუთრეს/კრედიტორს თქვენი გამოსახლების მიზნით უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

 

 (2) თქვენ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას განხორციელდება თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო მესაკუთრისათვის ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით მოვალის გამოსახლებას განახორციელებს აღმასრულებელი თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება.

 

 თუ თქვენი გამოსახლება ხორციელდება კანონის მოთხოვნათა დარღვევით, თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარესთან 15 დღის ვადაში ან სასამართლოში 1 თვის ვადაში.

 

 დაიცავი შენი ქონება უკანონო მოქმედებებისაგან და ნუ გახდები მსხვერპლი!!!