„OK&CG“ გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენი უფლებები ირღვევა? 2260 2018.02.05
„OK&CG“ გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენი უფლებები ირღვევა?

  ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი უფლებები დაცულია. მიუხედავად ამისა,  ადამიანები ყოველდღიურად  აწყდებიან სხვადასხვა სახის კანონდარღვევას. იურიდიულ კომპანია ,,OK&CG-ის“ ყოველდღიურად არაერთი ადამიანი უკავშირდება მათი დარღვეული უფლების აღდგენის თხოვნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე პასუხობს კითხვებს, რომლებიც მოქალაქეებს ყველაზე ხშირად აწუხებთ. 

 

 როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი აღმოაჩენს, რომ მისი უფლება დაირღვა ?

 

პირს ესა თუ ის კონკრეტული უფლება  კანონის საფუძველზე წარმოეშვება და ნებისმიერ შემთხვევაში მისი ეს უფლება დაცული უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი კანონით გათვალისწინებული უფლება დაირღვევა, წარმოიშობა დავა. 

 იმისთვის, რომ ზუსტად  იცოდეთ თქვენი უფლებები, პირველ ყოვლისა, აუცილებლად უნდა მიმართოთ იურისტს, რომელიც პრობლემასთან დაკავშირებით სწორი იურიდიულ  კონსულტაციას გაგიწევთ.  იმ შემთხვევაში, თუ მოქალქის მიზანია დარღვეული უფლების აღდგენა, ყოველ ინდივიდულაურ შემთხვევაში დაგვჭირდება სხვადასხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელება, რაც უმეტეს შემთხვევაში საბოლოოდ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვაში გამოიხატება.

 

სარჩელის შედგენა: 

 

 სარჩელის შესადგენად აუცილებლად ისარგებლეთ იურისტის, ადვოკატის მომსახურებით, რათა საბოლოოდ სარჩელი გამართული იყოს სამართლებრივად, რაც მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მეტყველებს. სწორედ სამართლებრივად გამართული და დასაბუთებული სარჩელი წარმოადგენს სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების უპირველეს საფუძველს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხზე ინდივიდუალუალურად იღებს მისი შინაგანი რწმენის საფუძველზე.
 

სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს, მათ შორის სარჩელში დეტალურად უნდა იყოს მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, მოსარჩელის მოთხოვნა, დავის საგანი, სარჩელს ასევე თან უნდა ერთვოდეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს და ა.შ.
 

 სარჩელს აუცილებლად უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი). სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. თუ თქვენ აყვანილი გყავთ იურისტი, იგი უფლებამოსილია, თქვენს მაგივრად მოაწეროს სარჩელს ხელი და შეიტანოს სასამართლოში.
 

 რაც შეეხება საქმის შემდგომ განვითარებას, სარჩელის შეტანიდან სასამართლოს აქვს 5 სამუშაო დღე სარჩელის წარმოებაში მიღებაზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მისაღებად. იმ შემთხვევაში თუ სარჩელი სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნება მიღებული, ველოდებით სასამართლოს მიერ პროცესის ჩანიშვნას, რათა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას მხარეებს უფლება მოგვეცეს ამომწურავად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია დავის საგანთან მიმართებაში, სასარჩელო მოთხოვნა დავასაბუთოთ სამართლებრივი ნორმების დახმარებით და სასამართლოს წინაშე დავკითხოთ მოწმეები, გამოვაქვეყნოთ მტკიცებულებები, რასაც საბოლოოდ ჩვენდა სასარგებლოდ დავასაბუთებთ შეჯამებისას.
 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე, მოქალაქეებს ურჩევს, იზრუნონ თავიანთი უფლებების დასაცავად: „მოქალაქეები თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლისგან ხშირად თავს იკავებენ,რაც რა თქმა უნდა, არა სწორი მიდგომაა. სასამართლო და პრობლემის სამართლებრივად მოგვარება ყველაზე კარგი გამოსავალია, ამიტომ ადამიანებმა ეს პრაქტიკა თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენონ“.