პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, რაც, პრემიერის თქმით, „მნიშვნელოვანი შვება იქნება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის“.
„მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს, ანუ 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან, დღეს თუ მცირე მეწარმედ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება ამ კატეგორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობაში დაკავებული ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეების, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება,“-განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა. კომპანიაში განმარტავენ, რომ მცირე ბიზნესის განვითარებას მხოლოდ გადასახადების შემცირება ვერ უზრუნველყოფს.
„მისასალმებელია, რომ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით გარკვეული ნაბიჯები იდგმევა, თუმცა მხოლოდ გადასახადების შემცირება ვერ უზრუნველყოფს მცირე ბიზნესის განვითარებას. ამისათვის, აუცილებელია, რომ გატარდეს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც. კერძოდ, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ მცირე მეწარმეობის დაწყება, აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერა, როგორც სახელმწიფოსგან, ისე საბანკო დაწესებულებების მხრიდან. სასურველი იქნება, თუკი საბანკო დაწესებულებები მცირე მეწარმეებისთვის გასცემენ გრძელვადიანსა და შეღავათიან სესხებს,“-განაცხადა „OK&CG“-ის ადვოკატმა, დავით მუმლაძემ.
იურისტს მიაჩნია, რომ მცირე მეწარმეს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ხელშეწყობა მის მიერ ნაწარმოები პროდუქციის პოპულარიზაციაშიც სჭირდება.
„ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც წარმოების ფარგლებში პოპულარიზაციას, ისე მის ექსპორტზე გატანას. ამით გაიზრდება ადგილობრივი წარმოება და შესაბამისად, შემდეგ- მოთხოვნა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“- განმარტავს მუმლაძე.
დაბოლოს, დავით მუმლაძე ხელისუფლებას ინიციატივითაც მიმართავს და ამბობს, რომ „მცირე მეწარმეებს, რომლებიც ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამენ, მოსალოდნელი რისკების პრევენციის მიზნით, სჭირდებათ კვალიფიციური იურისტებისა და ფინანსისტების დახმარება, კონსულტაცია, რათა სწორად გადაწყვიტონ ის სამართლებრივი თუ ფინანსური საკითხები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობაში სჭირდებათ; შესაბამისად, კარგი იქნება, თუკი შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც მცირე მეწარმეებს შესაბამის მომსახურებაში დაეხმარება“.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი შემცირება იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მცირე მეწარმის კატეგორიაში არა მხოლოდ 100 000, არამედ 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოც ჩაითვლება.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა