ბიზნეს საქმიანობის დაწყება და საკუთარი შემოსავლის ამ სფეროთი გაზრდა თითქმის ყველა ადამიანს უნდა. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ამ სფეროში ფეხის შედგმა მხოლოდ სურვილი არ არის და მის წარმატებით განხორციელებას რიგი საკითხების სწორად დაგეგმვა-გადაწყვეტა სჭირდება. ამ გასათვალისწინებელ საკითხებს შორის კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქმე სამართლებრივად გამართული და დახვეწილი იყოს. ვიცოდეთ, რა დოკუმენტების შეგროვება დაგვჭირდება, რა სამართლებრივი პროცედურები უნდა გავიაროთ და ა.შ.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს მომსახურების ერთ-ერთი მიმართულება სწორედ სამეწარმეო სამართლის დარგია და სხვადასხვა ბიზნენის დამწყებ თუ უკე არსებულ კომპანიებს სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ბევრი მიმართულებით სჭირდებათ იურისტის დახმარება. აუცილებელი არ არის, რაიმე სამართლებრივი პრობლემა შეექმნათ - იმისთვის, რომ მეწარმეებმა თავი აარიდონ სხვადასხვა პრობლემას, უმჯობესია, თავიანთი საქმიანობა იურისტებთან ერთად განახორციელონ“.
თუ გსურთ, სამეწარმეო საქმიანობა დაიწყოთ, პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რა სამართლებრივ ფორმებს გთავაზობთ მოქმედი კანონმდებლობა ბიზნესის დაწყებისთვის. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისთვის რამდენიმე სამართლებრივი ფორმა არსებობს; ესენია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი.
როგორც საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი განმარტავს, ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა (აბრევიატურა შპს). რატომ? იურისტის თქმით, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:
უფრო ვრცლად შპს-ს შესახებ...
შპს არის იურიდიულ პირს და ის როგორც დამოუკიდებელი უფლებებისა და ვალდებულებების მქონე, აუცილებელია, დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრში, ვინაიდან, რეგისტრაციამდე განხორციელებული მოქმედება არ ითვლება საზოგადოების მიერ განხორციელებულად და მის შედეგებზე ამ მოქმედების განმახორციელებელი პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად მთელი თავიანთი ქონებით.
როგორ ხდება შპს-სრეგისტრაცია?
შპს-ს რეგისტრაციისათვის აუცილებელია, მოქალაქეებმა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (იუსტიციის სახლს), რომელიც მეწარმეთა და არასამეწრმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ახდენს შპს-ს სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემები და დაცული დოკუმენტაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული სახით.
რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია
შესაძლებელია თუ არა და როგორ ხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაცია?
შპს-ს ლიკვიდაცია ორ ეტაპად მიმდინარეობს:
რა საქმიანობას შეიძლება,ეწეოდეს შპს?
შპს-ს შეუძლია, განახორციელოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი საქმიანობა, თუმცა, არსებობს საქმიანობის სახეები, რომელთა განსახორციელებლად აუცილებელია, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომლის მოპოვება აუცილებელი წინაპირობაა ამ საქმიანობის განსახორციელებლად.
არის თუ არა შპს ვალდებული,გაიდახადოს გადასახადები?
ხშირად ჩნდება კითხვები შპს-ს გადასახადებთან დაკავშირებით. ყოვეთვიურად შპს იხდის დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადს მათთვის გაცემული ხელფასების შესაბამისად. წლის ბოლოს ადგენს წლიურ ბალანს შემოსავლისა და ხარჯის მიხედვით და თუ შემოსავალი აღემატება ხარჯებს მათი სხვაობიდან 20% წარმომადგენს მოგების გადასახადს. ამასთანავე თუ შპს-ს წლიური ბრუნვა 10 0000 ლარს გადააჭარბებს, შპს რეგისტრირდება დღგ-ს გადამხდელად და ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს შესაბამისი დღგ-ს გადასახადი.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა