ალბათ ბევრ თქვენგანს ცხოვრებში ერთხელ მაინც შექმნია თუნდაც მცირე სამართლებრივი პრობლემა, რის მოგვარებაშიც სპეციალისტის დახმარება დასჭირვებია. რა თქმა უნდა, ყველა ურისტი არ არის, ყველას არ აქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომ სამართლებრივი პრობლემები თვითნებურად მოაგვარონ, სწორედ ამიტომ, არსებობს პროფესია - ადვოკატი - ადამიანი, რომელიც თავისი სპეციფიკური გამოცდილებით, ზრუნავს ამა თუ იმ სამართლებრივი პრობლემის გადაჭრაზე.
რატომ უნდა მივმართოთ ადვოკატს ?
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტების განმარტებით, კანონი რთული და ჩახლართულია, რის გამოც, თუ არ ხართ იურისტი, შესაძლოა, სამართლებრივ საკითხებში გარკვევა გაგიჭირდეთ. ხშირად, კანონი საკმაოდ რთული და ჩახლართულია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბიზნესის წამოწყებას აპირებს. როდესაც ახალი ბიზნესის წამოწყებას აპირებთ და კონტრაქტს განიხილავთ, ადვოკატის დაქირავებას ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს. გამოცდილ იურისტს კი შეუძლია, თავიდან აგარიდოთ მოულოდნელი საფთხეები და სირთულეები.
შემდეგი, რის გამოც აუცილებელია, იურისტის დახმარება, ის არის, რომ მათ ესმით,როგორ შეაგროვონ/მოაწესრიგონ სასამართლო დოკუმენტები და როგორ გაუმკლავდნენ სხვა ლეგალურ პროცედურებს. თუ არ ხართ იურისტი, შესაძლოა, გაღელვებდეთ დედლაინი, პროტოკოლი, რომელიც თან ახლავს ოფიციალური დოკუმენტების შევსებას. ერთმა დაგვიანებულმა ან არასწორად შევსებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანად შეაფერხოს თქვენი საქმე.
კიდევ ერთი პრიორიტეტი არის კონტაქტები, რომელიც ადვოკატის პრიორიტეტია. ადვოკატები დამოკიდებულნი არიან პროფესიონალთა ფართო წრეზე. მათ ხელი მიუწვდებათ ისეთ კონტაქტებზე, რომლებიც თავიანთ მომხმარებელთა საქმის წარმატებით დასრულებაში ეხმარებათ.
რა თქმა უნდა, თქვენი სახელი და მისი სიმაღლეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ თქვენი პერსონა ამა თუ იმ სამართლებრივი საკითხის მოგვარებისას მეტად ღირებული გახდეს, ადვოკატის დაქირავებაზე უნდა იზრუნოთ. ხშირად ერთი სამოქალაქო აქტივობა/შემთხვევის წყალობით, შესაძლოა, დიდი ფინანსური ზარალის წინაშე აღმოჩნდეთ. სამოქალაქო სამართლის ადვოკატს შეუძლია, ფულის დაზოგვაშიც დაგეხმაროს და შოვნაშიც. ამ შემთხვევაში, ადვოკატთან თანამშრომლობა თქვენს საქმიანობას მეტად პროდუქტიულს გახდის.
ადვოკატები ხშირად გთავაზობენ უფასო კონსულტაციას. მაშინ, როცა გსურთ, მეტი გაიგოთ საკუთარ შემთხვევაზე, ხშირად ადვოკატები უფასო კონსულტაციას ატარებენ. მათთან შეხვედრა დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, რა შეიძლება მოიმოქმედოთ სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. კონსულტაციის საშუალებით შეიტყობთ, თქვენი კონკრეტული შემთხვევისთვის ღირს თუ არა იდაოთ სასამართლოს გზით. ნათელი გახდება ისიც, ნამდვილად გესაჭიროებათ თუ არა ადვოკატის დაქირავება.
ზემოჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ როდესაც სამართლებრივი პრობლემა გაქვთ, თქვენივე სიკეთისთვის უმჯობესია, კარგ იურისტს მიმართოთ. კარგ იურისტს კი რამდენიმეწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით აფასებენ.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ქართულ სამართლებრივ სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეულია ამ მახასიათებლებით. გუნდი, რომელიც 20 წელზე მეტია, აქტიურად და წარმატებით ოპერირებს ამ დარგში, ყოველთვის გამოირჩევა წარმატებულად დასრულებული სააქმეებით, რაც თითოეული მომხმარებელში სანდოობას აღრმავებს.
რასამართლებრივ მომსახურებებს გთავაზობთ „OK&CG“?
- სამოქალაქო სამართალი
- ადმინისტრაციული სამართალი
- სისხლის სამართალი
- შრომის სამართალი
- უძრავი ქონება და პრივატიზაცია
- სააღსრულებო სამართალი
- საგადასახადო სამართალი
- სასესხო და წილობრივი ინვესტიციები
- სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები
- საერთაშორისო სამართალი
- მედიაცია
რატომ ჩვენ? მგონი, ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - 20 წლიანი გამოცდილება, 90% წარმატებით დასრულებული საქმე და პროფესიონალი გუნდი , რომელიც გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სამართლის ყველა მიმართულებით!
რა უპირატესობა გვაქვს ჩვენ?
მომსახურების მაღალი ხარისხი, მოქნილობა და სისწრაფე!
პრინციპები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ საზოგადოებისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია - სანდოობა, კლიენტებისათვის
საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გირჩევთ, ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას ადვოკატის გარეშე - პრევენცია 100%-ით დაცულს გხდით!
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა