ავტომობილით 12 წლამდე ასაკის ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა შესაძლოა აიკრძალოს. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაზე დამოუკიდებელი დეპუტატები საუბრობენ.
დღეს მოქმედი კანონით, აკრძალვა მხოლოდ 3 წლამდე ბავშვის სავარძლის გარეშე გადაყვანას ეხება, თუმცა, საკმაოდ მძიმე სტატისტიკიდან გამომდინარე კანონმდებლების ნაწილი ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ აღნიშნულ ინიციატივას და მიაჩნიათ, რომ ეს აუცილებელია არასწრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის.
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ამჟამად მოქმედებს ნორმა, რომლის თანახმადაც 12 წლამდე ბავშვის წინა სავარძლით გადაყვანა აკრძალულია.
მიმდინარე წელს პირველი რვა თვის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად თოთხმეტი 16 წლამდელი ბავშვი დაიღუპა. 2018 წელს კი 200-მდე ბავშვი დაშავდა.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა