ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა1280 2019.11.02
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის  №446 ბრძანებით,  ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა. გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში 4-იდან 18 დეკემბრამდე ორ ეტაპად ჩატარდება.
 

I ეტაპი -  ზოგადი უნარ-ჩვევები, 5 დეკემბერი, 2019 წ. 

II ეტაპი - პროფესიული ტესტი, გამოცდა ჩაინიშნება 2019 წლის 18 დეკემბრამდე (ინფორმაცია მეორე ეტაპის თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ გამოცდის ჩანიშვნამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე).
 

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
 

- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;

- CV;

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;

- გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (იხ. საბანკო რეკვიზიტები)
 

 

საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge