ადვოკატთა ასოციაციასა და დევნილთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა1145 2019.11.20
ადვოკატთა ასოციაციასა და დევნილთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, როგორც თბილისის ასევე, რეგიონული მასშტაბით.