უცხოეთის ქვეყნის მოქალაქესთან გარიგების დადების სპეციფიკა997 2012.10.19
უცხოეთის ქვეყნის მოქალაქესთან გარიგების დადების სპეციფიკა
ხშირია შემთხვევა, როდესაც გარიგება იდება უცხოეთის რომელიმე ქვეყნის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთან. ასეთ შემთხვევაში, სადაო რომ არ გახდეს, თუ რომელი კანონის გამოყენებაა საჭირო კონკრეტულ შემთხვევაში, ეს საკითხი დარეგულირებულია საქართველოს კანონით „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“. გარიგების ან მისი ცალკეული დებულების ძალაში შესვლა და ნამდვილობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო გარიგებისან მისი რომელიმე დებულების ნამდვილობისათვის. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც სახელშეკრულებო მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მხარის მოქმედების შედეგების განსაზღვრა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლის მიხედვით შეიძლება გაუმართლებელი ყოფილიყო, პირს იმის დასამატკიცებლად, რომ მას არ მიუცია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, შეუძლია მიმართოს თავისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალს.