ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა 1000დან 1500 ლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ6339 2020.11.30
ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა 1000დან 1500 ლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ

ერთ დღეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლო­ბის კან­დი­და­ტი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი გახ­დეს, თუ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ.

ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი არა­ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე გა­მო­უ­ტა­ნი­ათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ იმ­დე­ნად მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს, რომ ერთ-ერ­თმა ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ წლე­ბის წინ მას ფილ­მიც კი მი­უ­ძღვნა, რო­მელ­შიც ჩანს, რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე თი­თო­ე­უ­ლი მსა­ჯუ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და სამ­სა­ხუ­რი, თუმ­ცა ჩვენ­თან ეს სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი მხო­ლოდ 2010-იან წლებ­ში გახ­და.

წაიკითხეთ: ambebi.ge https://bit.ly/33rtw9h 

ამა­ვე თე­მა­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო იც­ნობს 1957 წლის სიდ­ნეი ლუ­მე­ტის შე­დევ­რს - „12 გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი“, რო­მე­ლიც დღე­საც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ შავ-თეთრ ფილ­მად მი­იჩ­ნე­ვა.

ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ წყვეტს 12 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი - „12 გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი“ 18 წლის ბი­ჭის ბედს, რო­მელ­საც მა­მის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სას­ჯე­ლის ფორ­მა - სიკ­ვდი­ლია, ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს კი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ. რის­კი დი­დია - შე­იძ­ლე­ბა, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ელექტროს­კამ­ზე აღ­მოჩ­ნდეს ან მკვლე­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა გა­მარ­თლდეს.

ეს არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ პრო­ცეს­ში ერთი ადა­მი­ა­ნის აზ­რსაც კი და რო­გორ შე­უძ­ლია ერთ ადა­მი­ანს, ერთ ნა­ფიც მსა­ჯულს უდა­ნა­შა­უ­ლობ­რალ­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნას. 1957 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი ეკ­რა­ნი­ზა­ცია ასა­ხავს, რას ნიშ­ნავს, როცა ნა­ფი­ცი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ბო­ლომ­დე იაზ­რებს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა პრო­ფე­სი­ი­საა ის.

მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნა­წი­ლი იყო, როცა სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე-5 წლის­თა­ვი სრულ­დე­ბო­და, აშშ-ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ფილ­მებს იღებ­დნენ. კონ­ტრას­ტი მარ­თლაც თვალ­სა­ჩი­ნოა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ე­ბის­თვის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო 2010 წლი­დან დამ­კვიდ­რდა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს მის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ კი­დევ არ აქვს. სწო­რედ ამი­ტომ,ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის ინ­სტი­ტუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის ად­ვო­კა­ტი თა­მუ­ნა ხა­ჩი­რაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

ვის შე­უძ­ლია გახ­დეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი და რა კონ­კრე­ტულ მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ის?

 

ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს პირი თუ იგი 18 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია, ფლობს ქარ­თულ ენას და­ცხოვ­რობს იმ რე­გი­ონ­ში, რომ­ლის სა­სა­მარ­თლოც გა­ნი­ხი­ლავს და­ნა­შა­ულს. ნა­ფიც მსა­ჯულს არ უნდა ჰქონ­დეს შე­ზღუ­დუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. პირი ვერ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნა­ფიც მსა­ჯუ­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცეს­ში, თუ იგი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, პო­ლი­ცი­ე­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლი, ნა­სა­მარ­თლე­ვი, ფსი­ქო­ლო­გი, სა­სუ­ლი­ე­რო ან სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია. ასე­ვე, თუ იგი მო­ნა­წი­ლე­ობს გან­სა­ხილ­ველ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში.ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის აცი­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლიც. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც პი­რის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის ან მისი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის გამო, მისი ნა­ფიც მსა­ჯუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აშ­კა­რად უსა­მარ­თლო იქ­ნე­ბო­და.

 

სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ ად­გენს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სიას?

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სიას ად­გენს თა­ვად კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის­გან­მხილ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლე.მო­სა­მარ­თლე 50 პი­რის­გან შემ­დგარ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლო­ბის კან­დი­და­ტე­ბის სიას აკე­თებ­სმხა­რე­თა მო­საზ­რე­ბე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ, სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ზე დაყ­რდნო­ბით .

 

და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ვა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც. ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, საქ­მის გან­ხილ­ვი­სათ­ვის შე­ირ­ჩე­ვა 12 ძი­რი­თა­დი და ორი სა­თა­და­რი­გო მსა­ჯუ­ლი. ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო­ში არ უნდა იყოს ექ­ვსზე ნაკ­ლე­ბი მსა­ჯუ­ლი; ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­თა საქ­მე­ებ­ზე რვა­ზე ნაკ­ლე­ბი, ხოლო მძი­მე და­ნა­შა­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე, ათზე ნაკ­ლე­ბი.

 

სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ არის სა­თა­და­რი­გო ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი და რა ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს ის?

სა­თა­და­რი­გო ნა­ფიც მსა­ჯულს საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ირ­ჩე­ვენ. მა­გა­ლი­თად, თუ რო­მე­ლი­მე ნა­ფიც მსა­ჯულს გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რამ შე­ემ­თხვე­ვა, მა­გა­ლი­თად, ავად­მყო­ფო­ბა, მას სა­თა­და­რი­გო მსა­ჯუ­ლი ჩა­ა­ნაც­ვლებს.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­თა­და­რი­გო ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ეს­წროს რო­გორც სა­სა­მარ­თლო სხდო­მას, ისე სა­სა­მარ­თლო თათ­ბირს, თუმ­ცა მას უფ­ლე­ბა არ აქვს, სა­კუ­თა­რი აზრი გა­მო­ხა­ტოს, კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ან ძი­რი­თად ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

თუ შერ­ჩე­ულ კან­დი­დატს არ სურს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის სტა­ტუ­სით სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, შე­უძ­ლია თუ არა მას უა­რის თქმა?

 

დიახ, მას შე­უძ­ლია, გა­ნა­ცხა­დოს თვი­თა­ცი­ლე­ბის შე­სა­ხებ და მი­უ­თი­თოს იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რაც ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლის.

პირს უფ­ლე­ბა აქვს, უარი გა­ნა­ცხა­დოს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის ფუნ­ქცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე თუ იგი 70 წელს არის მიღ­წე­უ­ლი, უკა­ნას­კნე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე იყო ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი; ხან­გრძლი­ვი ვა­დით იმ­ყო­ფე­ბა ან მი­ემ­გზავ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ; ას­რუ­ლებს ისეთ სა­მუ­შა­ოს, რო­მელ­შიც მისი შეც­ვლა გა­მო­იწ­ვევს მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­და თვი­თა­ცი­ლე­ბი­სა, მხა­რე­ებ­საც აქვთ უფ­ლე­ბა, მსა­ჯუ­ლო­ბის კან­დი­და­ტის აცი­ლე­ბის შე­სა­ხებ იშუ­ამ­დგომ­ლონ. საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ, მო­სა­მარ­თლეს სთხო­ვონ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტის აცი­ლე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მი­ზე­ზით, რომ მას არ შე­უძ­ლია იყოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, ან იმოქ­მე­დოს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის ფი­ცის შე­სა­ბა­მი­სად. და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მი­ზე­ზით ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლო­ბის კან­დი­და­ტის აცი­ლე­ბის გარ­და, მხა­რე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლო­ბის­კან­დი­და­ტი აი­ცი­ლონ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შეც. ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლო­ბის კან­დი­და­ტის აცი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე მხა­რის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ან უკუგ­დე­ბა მთლი­ა­ნად მო­სა­მარ­თლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

იღე­ბენ თუ არა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბას მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის?

 

ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი ხელ­ფა­სის სა­ხით ანა­ზღა­უ­რე­ბას არ იღებს, თუმ­ცა მას უნარ­ჩუნ­დე­ბა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლად არ­ჩე­ვამ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი და შე­სა­ბა­მის შე­მო­სა­ვა­ლი.

გარ­და ამი­სა ნა­ფიც მსა­ჯულს ან მსა­ჯუ­ლო­ბის კან­დი­დატს სა­ხელ­მწი­ფო უნა­ზღა­უ­რებს ყვე­ლა იმ ხარჯს რაც პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის მიერ სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან.სა­სა­მარ­თლო ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის თან­ხმო­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან სა­სა­მარ­თლომ­დე და უკან.

რა ვა­დით ირ­ჩე­ვენ ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს?

 

ეს ვადა წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის. ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გაგ­რძელ­დეს იმ დრო­ით, რაც სა­ჭი­როა იმ საქ­მის გან­ხილ­ვის­თვის, რომ­ლის­თვი­საც ის ნა­ფიც მსა­ჯუ­ლად არის შერ­ჩე­უ­ლი.

სა­ნამ სა­სა­მარ­თლოს მიერ საქ­მის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მოქ­მე­დებს თუ არა რა­ი­მე სა­ხის აკ­რძალ­ვე­ბი ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­ზე?

 

ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს მთე­ლი რიგი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აკის­რი­ათ, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ აკ­რძალ­ვებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გარ­და იმი­სა, რომ ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან,

სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რის შე­სა­ბა­მი­სი მი­თი­თე­ბე­ბის შე­ას­რუ­ლონ, მათ ეკ­რძა­ლე­ბათ:

 

● სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბა;

 

● ვერ­დიქ­ტის გა­მო­ტა­ნამ­დე საქ­მის გან­ხილ­ვი­სას მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა ან სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმა გან­სა­ხილ­ველ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით;

 

● საქ­მის გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რის გარ­და სხვა პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა;

 

● გან­სა­ხილ­ველ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ფარ­გლებს გა­რეთ;

 

● ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს თათ­ბი­რი­სა და კენ­ჭისყ­რის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვა.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს თათ­ბი­რი­სა და კენ­ჭისყ­რის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვა, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან ორ წლამ­დე­თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

ასე­ვე, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლო­ბის კან­დი­დატს აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა უნდა, ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­სა­ბუ­თოს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. მსგავ­სი და­სა­ბუ­თე­ბის ვერ წარ­დგე­ნის, ან მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ორ წლამ­დე ვა­დით .

 

ამას­თან, თუ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვას მსა­ჯუ­ლი სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გა­რე­შე გა­აც­დენს ან მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლებს, 1 000-დან 1500 ლა­რამ­დე თან­ხით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

 

რო­გორ ამ­ზა­დე­ბენ უკვე შერ­ჩე­ულ ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს?

 

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მომ­ზა­დე­ბა ძი­რი­თად გუ­ლის­ხმობს მათ­თვის მა­თი­ვე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბა­სა და იმ წე­სე­ბი­სა თუ პრინ­ცი­პე­ბის გაც­ნო­ბას რო­მელ­თა დაც­ვაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა მათ­თვის.

სხდო­მის გახ­სნი­სას და სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში გას­ვლამ­დე სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი კა­ნო­ნის თა­ო­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბებს აძ­ლევს. ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს წე­რი­ლო­ბი­თაც გა­და­ე­ცე­მათ.

სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რემ სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში გას­ვლის წინ ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს მოკ­ლედ უნდა გა­ნუ­მარ­ტოს სხდო­მა­ზე გან­ხი­ლუ­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის წესი.

 

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ვერ­დიქ­ტის გა­მო­ტა­ნის პრო­ცე­სი? რო­გორ იღე­ბენ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი მას?

ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ბო­ლოო სი­ტყვის მოს­მე­ნის შემ­დეგ, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­დი­ან სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში და გა­ნი­ხი­ლა­ვენ ფაქ­ტებს. საქ­მის გან­ხილ­ვის შემ­დეგ უფ­რო­სი მსა­ჯუ­ლი თი­თო­ე­ულ სა­კითხს ღია კენ­ჭისყრა­ზე აყე­ნებს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ზე გა­მა­მარ­თლე­ბელ ვერ­დიქტს ეყ­რე­ბა კენ­ჭი. თუ მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი არ გა­მო­ი­ტა­ნეს, მა­შინ იწყე­ბა გა­მამ­ტყუ­ნებ­ლის მი­სა­ღე­ბად კენ­ჭისყრა და აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის მათ შე­სა­ბა­მი­სი დრო ეძ­ლე­ვათ. ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა.

კენ­ჭისყ­რის პრო­ცეს­ში თი­თო­ე­უ­ლი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი სა­კი­თხი­სად­მი თა­ვის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ა­ტავს, მხარს უჭერს ან უარ­ყოფს მას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნა­ფიც მსა­ჯულს უფ­ლე­ბა არ აქვს, ხმის მი­ცე­მის­გან თავი შე­ი­კა­ვოს.

 

შე­უძ­ლია თუ არა მო­სა­მარ­თლეს, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ვერ­დიქ­ტი გა­ა­უქ­მოს?

 

დიახ, თუმ­ცა მას მხო­ლოდ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის გა­უქ­მე­ბა შე­უძ­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მო­სა­მარ­თლემ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის შერ­ჩე­ვის თა­რი­ღი უნდა და­ნიშ­ნოს.

 

მო­სა­მარ­თლეს შე­უძ­ლია, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­ა­უქ­მოს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის აშ­კა­ა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას, უსა­ფუძ­ვლოა ან გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის გა­უქ­მე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

 

და ბო­ლოს, მინ­და გკი­თხოთ მსა­ჯუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რამ­დე­ნად და­ცუ­ლია ის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან?

 

კა­ნო­ნი მსა­ჯუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს და ამი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლურ ზო­მებს იღე­ბენ. ამას­თან, თუ მას სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის გა­რეთ ვინ­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის, ზე­წო­ლი­სა თუ სხვა მიზ­ნით და­უ­კავ­შირ­დე­ბა, ამის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა აც­ნო­ბოს სა­სა­მარ­თლოს და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი გა­ტარ­დე­ბა.