ადამიანის ღირსება,სხვა უფლებებთან ერთად, ერთ-ერთი ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებაა,თუმცა შეიძლება ითქვას,რომ იგი არაა აბსოლუტური ხასიათის. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ იგი შეიძლება შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე,რომელიც აგრეთვე წარმოადგენს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ღირებულებას,მაგრამ შეზღუდვა ერთია და შეზღუდვის სტანდარტების გაგება და გააზრება მეორე.სწორედ ამ შეზღუდვის ფარგლების გაგება და გააზრება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას,რადგან საკმაოდ რთულია მათ შორის გავავლოთ მკვეთრი საზღვრები.
საზოგადოების წიაღში წარმართული დისკუსიები ხშირად უარყოფითად უკავშირდება ცალკეულ პიროვნებებსა თუ გარკვეულ ჯგუფებს,განსაკუთრებით კი ისეთ პოლარიზებულ გარემოში,რომელშიც ჩვენი ქვეყანაა.სწორედ აღნიშნული იწვევს ესკალაციას საზოგადოების წევრებს შორის,ამის მაგალითი კი მრავალია ჩვენს ქვეყანაში. ალბათ,არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით,რომ სოციუმის დიდ ნაწილს უჭირს ერთმანეთისაგან განასხვავოს აზრის კორექტულად,მშვიდობიანად გამოხატვა ადრესატის შეურაცხყოფისაგან,რასაც,რა თქმა უნდა, თან ახლავს შესაბამისი პიროვნების ღირსების შელახვა.დღესდღეობით,თავის მხრივ,ქართულ კანონმდებლოაბასა და სასამართლო პრაქტიკაში არ არის ზუსტი საზღვრები იმისა,თუ რაიწვევს ღირსების ხელყოფას,ამიტომაც დღევანდელობაში არც საზოგადოებასა და არც იურიდიულ სფეროში არ არსებობს ამ ორი უდიდესი კონსტიტუციური უფლების დაპირისპირებაში ჩამოყალიბებული ის სტანდარტები,რაც შემდგომში საშუალებას მოგვცემს სრულყოფილად გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან, რა არის გამოხატვის თავისუფლება და რას წარმოადგენს ადამიანის ღირსების შელახვა.
როგორც უმაღლესი კონსტიტუციური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და ღირსება საჭიროებს დაცვას,რაც ერთგვარად გულისხმობს ამ უფლებებს შორის ოქროს შუალედის,ხაზის დამკვიდრებას,რადგან ისე მოხერხდეს ნებისმიერი უფლების რეალიზება,რომ არ მოხდეს მისი ,,კონკურენტი“,ურთიერთმბოჭავი უფლების ხელყოფა. ,,ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, რომლის დაცვის სფერო საკმაოდ დიდია“.ამ მოსაზრების ერთგვარი წარმოჩინებაა ევროსასამართლოს პოზიციაც,რომელიც მის სხვადასხვა გადაწყვეტილებაში ნათლადაა მოცემული. ეს ინსტიტუტი უფრო მეტად გამოხატვის თავისუფლებისაკენაა მიმართული, მიუხედავად იმისა,რომ ზოგ გადაწყვეტილებასა და საქმეში ნამდვილად გამოკვეთილია ღირსების,რეპუტაციისა თუ სხვა უფლების დარღვევის რისკები.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ყოველთვის მხარს არ უჭერს ამ პოზიციას და პატივისა და ღირსების აუცილებლობით ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
გამოხატვის თავისუფლებასა და ღირსების უფლებასთან დაკავშირებული ევროსასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წარმოდგენას გვიქმნის ამ ორი ღირებულების ურთიერთბალანსზე,რაც დაგვეხმარება იმაში,რომ მსგავსი სტანდარტები ქართულ რეალობას მოვარგოთ და გამოხატვის ყოველგვარ ფაქტს მივცეთ ზუსტი,დასაბუთებული შეფასება,შესაბამისად,სტატიის მიზანია დადგენილ იქნეს სტანდარტი ,რაც ამ ორ ფასეულობას შორის მოქმედებს.
სასამართლოპრაქტიკა
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პოლიტიკოსებისადმი არსებული თმენის ვალდებულებისა, რომელიც ძალიან აფართოვებს გამოხატვის თავისუფლებას, ეს უკანასკნელი მაინც არაა აბსოლუტური და სწორედ პატივისა და ღირსების უფლების ჭრილში შესაძლოა რომ უგულებელყოფილი იყოს.
არსებული მსჯელობებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ,რომ სასამართლოების მიერ გარკვეული გადაწყვეტილებები შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან,თუმცა ყველა შემთხვევაში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა აუცილებელი პირობაა.არ არის ერთიანი აზრი ასევე გამოხატვის თავისუფლებასა და პატივსა და ღირსებას შორის არსებულ ურთიერთ კავშირს შორის,თუმცა შეგვიძლია ვთქვათ ერთი-გამოხატვის თავისუფლებასა და პატივსა და ღირსებას შორის არსებული ოქროს სტანდარტის მზა ფორმულის პოვნა შეუძლებელია, ჩვენ ამ ორ ღირებულებას შორის წარმოქმნილი კონფლიქტისას უნდა ვიმსჯელოთ იმ კრიტერიუმების გამოყენებით, რომლებიც ზოგადად ევროსასამართლოს პრეცედენტებშია მოცემული,ამასთან,აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ ადრესანტისა და ადრესატის ვინაობა,მათი სამსახურეობრივი მდგომარეობა,მუშაობის სპეციფიკა,გამოხატული აზრის ფორმა,კონტექსტი და გარემო,სადაც იქნა გამოხატული,თმენის ვალდებულების არსებობა,საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობა და სხვა.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის ერთგვარი სტანდარტი გადმოცემულია თუნდაც ჩვენ მიერ განხილულ გადაწყვეტილებებში,თუმცა ,ცხადია,აღნიშნული საკითხი მაინც პრობლემური სამართლებრივი სფეროს ნაწილია და ამ უფლებათა ურთიერთბალანსი ისევ მკვეთრად გასამიჯნია.რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას,ვფიქრობ,რომ ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობისას აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების უმაღლეს საფეხურზე დაყენება და მისი მნიშვნელოვანი სტანდარტების არსებობა,მიუხედავად იმისა,რომ არც იგია აბსოლუტური და შესაძლოა რომ შეიზღუდოს პატივის,ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისას.
ავტორი-მარიამლაბაძე
ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტისიურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსისსტუდენტი
გამოყენებულილიტერატურა:
1)ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი,თბილისი,2004წელი ,
2) ალექსიძელ., თანამედროვე საერთაშორისო სამართალი,თბილისი,2010წელი,
3)ბიჭია მ., აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კერძო ცხოვრების დაცვის უფლებას შორის ღირებულებითი კონფლიქტი, მართლმსაჯულება და კანონი, №3(38)13, 2013წელი,
4)ბურდულიი., გოცირიძეე., ერქვანიათ., ზოიძებ., იზორიალ., კობახიძეი., ლორიაა., მაჭარაძეზ., ტურავამ. , ფირცხალაშვილია., ფუტკარაძეი., ქანთარიაბ., წერეთელიდ., ჯორბენაძეს.,ტურავაპ.(რედ.),საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი,თავი მეორე:საქართველოს მოქალაქეობა ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი,2013წელი,
5)კუბლაშვილიკ., ძირითადი უფლებები,თბილისი, 2003წელი
ევროსასამართლოსპრეცედენტულიგადაწყვეტილებები
1)ოტო-ფრემინგერი ავსტრიის წინააღმდეგ(Otto-preminger v. Austria),1995.
2)კელერი უნგრეთის წინააღმდეგ(Keller v. Hungary),2006.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა