სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით.
ცვლიანობის განრიგის ცვლილების შესახებ დასაქმებულს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს შეუძლებელი არ არის უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო. თქვენი ყურადღება მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო. არსებობს უამრავი ფორსმაჟორული შემთხვევა, რომელიც სტიქიურ უბედურებებს უკავშირდება. ეს კი დიდ პრობლემებს იწვევს სამუშაო პროცესის შესრულებისას. შესაძლებელია მსგავსმა შემთხვევებმა სამუშაო ადგილიც საგრძნობლად დააზიანოს. კანონი გვამცნობს, რომ სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის თქვენ ვალდებული ხართ იმუშაოთ ანაზღაურების გარეშე. ხოლო თუ საქმე გვაქვს საწარმოო ავარიის თავიდან აცილებასთან ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციასთან, მაშინ თქვენ უნდა დაგენიშნოთ სათანადო ანაზღაურება მსგავს სამუშაოებში მონაწილეობისთვის
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა