საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, როგორც თანასწორობის უფლების არსებობის გარანტი1567 2022.01.25
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, როგორც თანასწორობის უფლების არსებობის გარანტი

თანასწორობის უფლების მოპოვებისათვის დაუღალავი ბრძოლის ისტორია

თუკი წარსულს გადავავლებთ თვალს და თანაც არც თუ ისე შორეულ წარსულს,    მარტივად დავრწმუნდებით, რომ ის ლაქა, რომელსაც სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა უთანასწორობა და დისკრიმინაცია ჰქვია, მსოფლიომ დიდი ძალისხმევისა და ბრძოლის შემდეგ როგორც იქნა, შეიძლება ითქვას რომ, მოიშორა. საკმარისია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას ჩავხედოთ და მაშინვე თვალში გვეცემა ხალხთა დისკრიმინაცია რასისა და კანის ფერის მიხედვით. ეს უკანასკნელი იმდენად გამძაფრებულ და გამწვავებულ პრობლემას წარმოადგენდა, რომ შავკანიანები მონებადაც კი ჰყავდათ თეთრკანიანებს და მათ როგორც პირუტყვებს ისე ექცეოდნენ და ისე ამუშავებდნენ. დღვეანდელი გადმოსახედიდან ალბათ სულაც არ იქნება მარტივი წარმოსადგენი თუ რას განიცდიდნენ შავკანიანები თავიანთი რასისა და კანის ფერის გამო, როგორ სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას მიაყენებდა ეს მათ, როგორ გაანადგურებდა მათ თავმოყვარეობასა თუ თანასწორობის უფლებას. მაგრამ ისინი იმდენად მიჩვეულნი იყვნენ თავის უღელს, რომ მხოლოდ მცირე ნაწილს შეეძლო პროტესტის ხმამაღლა, მკაფიოდ გამოხატვა. იმ პერიოდში ხალხს თავისი თავისთვის თავადვე უნდა ეშველა, რადგანაც არ არსებობდა კანონი, რომელიც მათ დაიცავდა და უზრუნველყოფდა ხალხთა თანასწორობას. შავკანიანებს მხსნელად მოევლინათ ჯეფერსონ დეივისი და აბრაამ ლინკოლნი, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ მონობა უნდა შეწყვეტილიყო, აღმოფხვრილიყო ეს ამორალური ჩვეულება და ყველა პიროვნებას თანასოწორი უფლებებით ესარგებლა. მათმა ყველა მცდელობამ, რომ ომის გარეშე დაესრულებინათ საკითხი უშედეგოდ ჩააიარა, ამიტომაც საჭირო იყო ფიზიკური ძალის გამოყენება და 1863 წელს, გეთისბერგთან ბრძოლის შემდგომ დამარცხდნენ მონობის მხარდამჭერნი და ამ ბრძოლას მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ადგილი უჭირავს, რადგანაც ის იყო დასაბამი იმისა, რომ კონსტიტუციას დაემატა დათქმა, რომელმაც საბოლოოდ აკრძალა მონათმფლობელობა. ეს ნამდვილად უდიდეს გამარჯვებას წარმოადგენდა მთელი კაცობრიობისათვის. ახლა ცხადია თუ საიდან ჩაეყარა საფუძველი კანისა და რასის ფერის თანასწორობის შესახებ კანონს.

შორს რომ არ წავიდეთ და ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ვისაუბროთ ყველაფერი კიდევ უფრო თვალსაჩინო და ნათელი გახდება. ამისთვისაც არაა საჭირო შორეულ წარსულს გადავავლოთ თვალი, რადგანაც ეს პრობლემა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იდგა. ეს იყო ბატონყმობა ანუ ადამიანთა დაყოფა წოდებრივი მდგომარეობის საფუძველზე. საქართველოს საზოგადო მოღვაწესა და მწერალს, ილია ჭავჭავაძეს იდეალურად აქვს ამ პრობლემის ანუ იგივე ხიდჩატეხილობის შესახებ გადმოცემული ნაწარმოებ „ოთარაანთ ქვრივში“. თითოეული დეტალი იმდენად მკაფიოდ გვიხატავს არსებული სიტუაციის მძაფრ და მწვავე მდგომარეობას, რომ ვხვდებით, რამდენად საშინელებაა ყველანაირი სახის დისკრიმინაცია. ბატონყმობის ტრადიციას იმდენად ჰქონდა ფესვები გადგმული, რომ თავადებს ვერც კი წარმოედგინათ ყმების გარეშე ცხოვრება (საკმარისია გავიხსენოთ ასევე ჭავჭავაძის თათქარიძის ცხოვრება და მივხვდებით რამდენად იყვნენ თავადები ყმებზე დამოკიდებულნი, რამდენად უმაქნისნი ხდებოდნენ..). ამ პრობლემის ამოძირკვაც მხოლოდ 1864 წელს გახდა შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო იმისათვის, რომ თანასწორობას კიდევ უფრო ჩაყროდა საფუძველი და გამაგრებულიყო.

ქრონოლოგიური თვალსაზრისის მიხედვით კი შეიძლება ითქვას, რომ ქალთა საარჩევნო უფლება იყო ის მნიშვნელოვანი წერტილი, რომელმაც საბოლოოდ განამტკიცა თანასწორობა ყველა პიროვნებას შორის და აღმოფხვრა დისკრიმინაციის ყველა ჩანასახი. ამ უფლების მოპოვება ქალებისათვის მარტივი სრულებითაც არ აღმოჩნდა, რადგანაც ბრძოლა ხმის უფლებისათვის მე-19 საუკუნეში დაიწყეს და მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაკანონდა კონსტიტუციაში ქალთა ხმის უფლება. საამაყოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტცუიაშიც უკვე მკაფიოდ იყო ქალთა საარჩევნო უფლებების შესახებ ხაზგასმა და ეს ცხადყოფს იმას, თუ რამდენად პროგრესულად მოაზროვნე მოქალაქენი გვყავდა. და დიახ სწორედ 1921 წლიდან განმტკიცდა, საძირკველი ჩაეყარა და დაფუძნდა თანასწორობის შესახებ კანონი და დღევანდელი კონსტიტუცია სრულებით ჩამოყალიბებული და შევსებულია ამ თემასთან მიმართებით. დღევანდელი კონსტიტუციის სწორედ მე-11 მუხლი ეხება თანასწორობის უფლებას.  ყურადსაღებია ისიც, რომ არსებობს ცალკეული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფვრის შესახებ“, რისი არსებობაც კიდევ უფრო მკაფიოს ხდის დისკრიმინაციის სირთულისა და პრობლემურობის საკითხს და მიანიშნებს იმაზე, რომ არსებული ცალკეული კანონები უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად აღმოფხვრილ იქნეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა და თანასწორობა იქნეს დამკვიდრებულ ხალხთა შორის.

 

დისკრიმინაციის ლეგალური დეფინიცია და მისი კლასიკური და არაკლასიკური ნიშნები

შეიძლება ითქვას, რომ დისკრიმინაციის აკრძალვა აპრიორია თანასწორობის უფლების არსებობისა. რაც შეეხება დისკრიმინაციის დეფინიციას, იგი განიმარტება როგორც უსამართლო, დიფერენცირებულ მოპყრობად ადამიანებისდმი ყოველგავრი დასაბუთების არარსებობისა და რაციონალურ მიზეზთა გარეშე. მნიშვნელოვანია მოკლედ შევეხოთ დისკრიმინაციის პირდაპირ და ირიბ ფორმებს. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლი გამოყოფს დისრიმინაციის ამ ორ ფორმას და იძლევა მათ განმარტებას. 

პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. პირდაპირი დისკრიმინაციის თვალსაჩინო მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ვაკანტურ ადგილზე პიროვნების არ მიღება სამსახურში გარეგნული ნაკლის გამო, რომელიც სრულებითაც არ უშლის ხელს მას ამ სამუშაოს შესრულებაში.

ხოლო რაც შეეხება ირიბ დისკრიმნაციას, ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ შემთხვევა, როდესაც ჯანმრთელობის ცენტრი იღებს მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც საარჩევნო რეესტრში არიან დარეგისტრირებულნი. რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვას უქმნის მოგზაურებს, ვინაიდან საარჩევნო რეესტრში, მათი ყოფნა ნაკლებსავარაუდოა. შესაბამისად ჯანმრთელობის ცენტრის მსგავსი გადაწყვეტილება არა პირდაპირ, არამედ ირიბად ხელშემშლელ გარემოებებს უქმნის ზემოაღნიშნულ პიროვნებებს.

ამასთანავე მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ დისკრიმინაციის კლასიკურ და არაკლასიკურ ნიშნებზე. 

დისკრიმინაციის კლასიკური ნიშანია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო ადამიანისთვის არახელსაყრელ პირობებში ჩაყენება. 

არაკლასიკური არის ის რაც სხვა კანონში არის მოცემული. ამ სხვა კანონში შეგვიძლია მოვიაზროთ საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ დისკრიმინაციის კლასიკური ნიშნები კონსიტუციაშია მოცემული, ხოლო არაკლასიკური კი არა.

 

თანასწორობის უფლება ანუ ადამიანების სრული გათანაბრება?

თავდაპირველად, კარდინალურია აღვნიშნოთ, რომ თანასწორობის უფლება არის უნივერსალური, ვინაიდან ის მოქმედებს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა სფეროზე. საქმეში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები "ახალი მემარჯვენეები" და "საქართველოს კონსერვატიული პარტია"საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ვხვდებით შემდეგნაირ განმარტებას, რომ „თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში...“ 

თანასწორობა აუცილებლად გამიჯნულ უნდა იქნეს გათანაბრებისაგან, ვინაიდან იგი თავად მოდის წინააღმდეგობაში თანასწორობის იდეასთან. ზემოთნახსნები საქმის განმარტებაში მკაფიოდაა ხაზგასმა შემდეგზე, რომ მე-11 მუხლის „არსის გაგებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში.“

ანუ ვასკვნით, რომ თანასწორობის მიზანს წარმოადგენს არა ის, რომ ყველა ადამიანი გათანაბრებულ იყოს ერთმანეთთან, არამედ შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ყველა პიროვნებას ერთნაირი შესაძლებლობები ჰქონდეს საკუთარი თავის განვითარებისათვის. 

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ანუ თანასწორობის უფლების სუბსტანცია

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი განამტკიცებს ქვეყანაში კონსტიტუციური პრინციპის არსებობას. ეს მუხლი სწორედ იმას უზრუნვლყოფს, რომ პიროვნებათა ყოველგვარი განსხვავებულობის მიუხედავად, იქნება ეს დისკირმინაციის ის კლასიკური ნიშნები, რომლებიც მე-11 მუხლშია ნახსენები (კანის ფერი, რასა, სქესი..) მნიშვნელობა არა აქვს, პიროვნება მაინც უნდა იყოს სხვათა თანასწორი კანონის წინაშე. მე-11 მუხლი სწორედ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ამოძირკვისათვის არის კარდინალური და მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისათვის, რომ არ დაირღვეს მისი უფლებანი, იცხოვროს ყველამ თანასწორსა და სამართლიან გარემოში. 

მე-11 მუხლი შედგება 4 პუნქტისაგან. პირველი პუნქტი, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩამოთვლის დისკრიმინაციის იმ კლასიკურ ნიშნებს, რომელთა თანახმადაც აკრძალულია ნებისმიერი სახის დიფერენციაცია.

ხოლო რაც შეეხება ამავე მუხლის მე-2 პუნქტს, ის განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.

მესამე პუნქტი კი უშუალოდ ეხება ქალთა და მამაკაცთა შორის უთანასწორობის არსებობას  და იმას, რომ სახელწმიფომ უნდა უზრუნველყოს ყველანაირად მათი თანასწორობა და აღმოფხვრას უთანასწორობა. 

მე-4 პუნქტი კი აშკარა, მკაფიო ინდიკატორია იმისა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს, იმას რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნებები მაქსიმალურად გაუთანაბრდნენ თავიანთი უფლებებით ყველა დანარჩენ ხალხს და სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ჩართულობის მეშევეობით მათი ინტერესები ჯერ გათვალისიწნებულ და მიხდეველობაში მიღებულ იყოს, შემდგომ კი რეალიზებულ იქნას, ვინაიდან იოტიოსდენადაც კი არ იქნეს დარღვეული თანასწორობა. 

 

საქართველოს კონსტიტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დებულებისა და კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დებულების ურთიერთმიმართება

ზემოთმოცემული 4 პუნქტის საფუძველზე, ვფიქრობ, დღესდღეობით მაინც ყველაზე აქტუალურ და განხილვად საკითხს წარმოადგენს მე-11 მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტთა ერთმანეთთან მიმართება და შეპირისპირება. მათი წაკითხვისას გვიჩნდება კითხვა, რომ პირველი პუნქტის შემდგომ, რომელიც ასე მკაფიო დათქმას აკეთებს დისკრიმინაციის კლასიკურ ნიშნებზე, რაღატომ გახდა საჭირო მე-3 პუნქტის არსებობა, რომელიც თავის მხრივ მკვეთრად უსვამს ხაზს ქალთა და მამაკაცთა შორის უთანასწორბის აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარებასა და განხორციელებას. მნიშვნელოვანია გავიაზროთ ორივე პუნქტი ცალ-ცალკე, რას გულისხმობს და რატომაა ასე ცალკე მე-3 პუნქტში გამოყოფილი ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა და რა მიზანს ისახავს გენდერზე აქცენტი. ზოგადად ფართო ჭრილში თუ განვიხილავთ თანასწორობას ის თავისი არსით მოიაზრებს ყველანაირი დისკრიმინაციის აკრძალვას. რასაც სწორედ კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ეხება, სწორედ იგი განამტიკიცებს იმ მოსაზრებას კანონით, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. 

ხოლო რაც შეეხება ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, როგორც უკვე აღვნიშნე, აკონკრეტებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის შესახებ უზრუნველსაყოფ საშუალებას და აკეთებს შემდეგნაირ დათქმას, რომ სახელმწიფოს ევალება ამ ყოველივეს გათვალისწინება და შესაძლო უთანასწორობის აღმოფხვრა. აქ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ღონისძიებანი მოიაზრებოდეს. ერთ-ერთ თვალსაჩინო წესს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პარლამენტში უნდა მოხდეს აუცილებლად ქალთა კვოტირება, რათა უზრუნველყოფილ და დაცული იყოს ქალისა და მამაკაცის რაოდენობრივი ბალანსი. ამ უკანასკნელ ცვლილებაზე საზოგადოებაში აზრები ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დათქმა ხელოვნურია,  ვინაიდან ხელოვნური ჩარევა ხორციელდება იმისათვის, რომ დაბალანსდეს შეძლებისდაგვარად მამაკაცთა და ქალთა ოდენობა პარლამენტში. ხოლო ამ მოსაზრების კონტრარგუმენტად მეორე მხარე ამბობს, რომ ეს ხელოვნური ქმედებანი საბოლოოდ ბუნებრივში გარდაიქმნება და თანასოწორობის მიზანიც მიღწეულ იქნება. მე კი ვფიქრობ, რომ ეს საკითხი იმდენად მრავლისმომცველი, რთული და თავისებურია, რომ გადაჭრით რომელიმე მხარეს დათანხმო და აღიარო, ხოლო მეორე მხარის მოსაზრება სრულებით უგულებელყო და უკუაგდო ნამდვილად მიუღებელი ქმედებაა.

სახელმწიფოს მხრიდან ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიღწევისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად შეგვიძლია თუნდაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 109-ე მუხლი მივიჩნიოთ, რომელიც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებებს მოიაზრებს და მის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით. ამ უკანასკნელის არსებობა ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან მართლაც ხდება ჩარევა და იღებს შესაფერის და სათანადო ზომებს, რომ აღმოფხვრილ იქნას უთანასწორობა გენდერთა შორის.

კარგ და თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ისიც, რომ თუკი რომელიმე სამუშაო დაწესებულების განცხადებაში შევხვდებით მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ან მხოლოდ ქალთა ან მხოლოდ მამაკაცთა მიღებას ითხოვს ვაკანტური ადგილების შესავსებად, მაშინვე ეცნობება შესაბამის ორგანოებს და სახელმწიფოს მხრიდან მოყვება რეაგირება, თუკი გამოიკვეთება შესაბამისი დარღვევა. 

   ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში აღნიშნავდა ჯონ ლოკი, რომ ყველა ადამიანი დაბადენიდავნე თანასწორი და თავისუფალია. სწორედ მისი ამ იდეის გამოძახილია ჩვენი კონსტიტუციის მე-11 მუხლიც, რომელიც ასე მკაფიოდ აკრძალავს დისკრიმინაციას. დაბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორობის არსებობა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საძირკველს. თანასოწორობის უფლება მართლაც რომ ფუნდამენტური უფლებაა და მის გარეშე ძნელად წარმოასდგენია დემოკარტიული, ცივილიზებული, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

  2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

  3. „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“ (მე-5 გამოცემა)- კონსტანტინე კუბლაშვილი;

  4. სსს გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები "ახალი მემარჯვენეები" და "საქართველოს კონსერვატიული პარტია"საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2010 წელი, 27 დეკემბერი;

  5. საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.


 

ავტორი: გიგაური ანი 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.