ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია . აკრძალულია დისკრიმინაცია კანის ფერის, რასის, წარმოშობის ან გასხვავებული ნიშნის მიუხედავად, მათ შორის მათი შესაძლებლობებისა და ფსიქიკური თუ ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი „მიმართულება“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების დაცვაა.
შეზღუდული შესაძლებლობა არის დინამიური ცნება და წარმოადგენს ჯანმრთელობის დარღვევის მქონე პირებს, მათ მიმართ დამოკიდებულებასა და გარემობარიერების შედეგს , რაც აფერხებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ თანაბარ, სრულყოფილსა და ეფექტურ მონაწილეობას .
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ,შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულსა და ეფექტურ მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა,რადგან უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ეფექტური და სხვებთან თანასწორი რეალიზება .
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს , აქვთ მთელი რიგი უფლებები, რომლებიც კანონის ფარგლებში კონსტიტუციით, სისხლის სამართლის კოდექსითა და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციით რეგულირდება.
აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების, ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვას.
სახელმწიფო ზრუნავს პირადი და ოჯახური ცხოვრების საკითხებთან მიმართებით,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის, რაც სხვა შესაძლებლობებთან ერთად, გულისხმობს: ქორწინების ასაკში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლების რეალიზებას, მეუღლეთა თავისუფალი არჩევანისა და გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე.
სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანასწორსა და სრულყოფილ მონაწილეობას, უშუალოდ ან თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ხმა მისცენ და” არჩეულ იქნენ სხვებთან თანასწორად”.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს ხელი მიუწვდებოდეს საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საარჩევნო უფლების დაუბრკოლებლად რეალიზებისთვის.
სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას.
სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. კერძოდ კი სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის.
დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების, მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ უფლება უფასოდ ან შეღავათიანი ფასებით ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებითა და სპორტული ნაგებობებით. ისინი უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რებილიტაცია,
რაც წარმოადგენს ორგანიზმის დარღვეული ან დაკარგული ფუნქციების, თვითმომსახურების, სხვადასახვაგვარი პროფესიული საქმიანობის უნარის აღდგენისა და კომპენსაციისათვის გამიზნულ ღონისძიებათა კომპლექსს.აგრეთვე საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იცხოვრონ სრულფასოვნად და უზრუნველყონ თავიანთი უფლებებისა და პოტენციური შესაძლებობების რეალიზაცია.
ნებისმიერ ადამიანს აქვს განათლების უფლება ,მათ შორის გამონაკლისს არ წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი: განათლების მიმართულებით მომუშავე ორგანოები ,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებული არიან, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება,ასევე სკოლისგარეშე აღზრდა მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.
განათლებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი შრომის უფლების რეალიზება. საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის რეაბილიტაციის ინდივიდუადური პროგრამის შესაბამისად იქმნება შრომის სათანადო პირობები, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის საჭიროება,რაც მათ სრულფასოვანი შრომისათვის სჭირდებათ. დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ან სამსხურებრივ დაწინაურებაზე უარის თქმა, ადმინისტრაციის ინიციატივით მისი დათხოვნა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თანხმობის გარეშე სხვა სამუშაოზე გადაყვანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირობის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მის ჯანმრთელობას ვნებს პროფესიული მოვალეობის შესრულება ან საშიშროება ექმნება სხვა პირთა ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურად ეხმარებიან როგორც ფინანსებით (პენსია, დახმარება და სხვა), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით, მათ შორის, უზრუნველყოფენ ავტომობილებით, სავარძელ-ეტლებით, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით, სპეციალური შრიფტის ნაბეჭდი გამოცემებით, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით და სიგნალიზაციით, აგრეთვე სამედიცინო, სოციალური და პროფესიული რეაბილიტაციის განხორციელებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სასამართლოს თუ მის მიმართ დაირღვევა ზემოთაღნიშნული ნებისმიერი უფლება .
ნათია მეგრელიშვილი- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ,სამართლის მე- 3 კურსის სტუდენტი
გამოყენებული ლიტერატურა:
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
საქართველოს კანონი-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ .
საქართველოს კანონი-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ .
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა