საერთაშორისო საზოგადოება ეფექტიანი მექანიზმებით ცდილობს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლების დაცვას, რისი მაგალითიცაა მაგალითად ადამინის უფლებათა ევროპული კონვენცია და სხვა არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, მაგრამ საინტერესოა დღევანდელი სამედიცინო სფეროს მიღწევების დროს რამდენად არის დაცული ფეტუსის უფლებები. ამ საკითხს სხვადასხვა ქვეყნის კანონდებლობა განსხვავებულად აწესრიგებს, ხოლო საერთაშორისო კონვენციების დამსახურებით კი ეს პრობლემა უფრო მეტად არის თვალსაჩინო, რადგან უმეტეს მათგანში ჩანასასხის სიცოცხლის უფლებები და მისი დაცვის გარანტია ბუნდოვნად არის მოწესრიგებული.
სიცოცხლის უფლება ადამიანის ძირითადი უფლების შემადგენილი და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად მოიაზრება სიცოხლის უფლებაში ფეტუსის უფლება და დაცულია თუ არა ის სამართლებრივად. ფეტუსის სიცოცხლის უფლება მჭიდრო კავშირშია აბორტთან, ვინაიდან ფეტუსის სიცოცხლის აღიარებით უნდა აიკრძალოს აბორტიც , აბორტის აკრძალვით კი ილახება ქალთა უფლებები კერძოდ კი თავისუფლების უფლება, პირადი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის უფლებები. საინტერესოა რა შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს აბორტის აკრძალვა. აბორტის აკრძალვა გამოიწვევს ,,სახლის“ პირობებით ნაყოფის მოშორებას და გაიზრდება ე.წ. ,,იატაქვეშა“ აბორტების რიცხვიც. ამის ნათელი მაგალითი კი არის რუმინეთი, როცა 1996 წელს კომუნისტური პარტიის ლიდერის მიერ აიკრძალა აბორტი. ამით კი იმატა ქალთა სიკვდილიანობის რიცხვა. აბორტსა და ქალთა უფლებების თანხვედრა საკმაოდ კარგად იქნა წარმოჩენილი საქმეში Roe v. Wade-ში, სადაც სასამართლომ დაადგინა რომ ქალთა უფლებებიდან გამომდინარეობს მათი უფლება აბორტზე.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ყურადღება არაა გამახვილებული საკითხზე მოიაზრება თუ არა ,,ყველას“ სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებაში ფეტუსი. საინტერესოა ის საკითხიც, რომ დეკალარაციის მომზადების პროცესში წარდგენილი იქნა პროექტი ფეტუსის სიცოცხლის უფლების დასაცავად, მაგრამ სახელმწიფოების ნაწილმა საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც და მისი მეორე მუხლი სიცოცხლის უფლებაზე. მოცემულ შემთხვევაშიც კონვენცია არ ეხება ზუსტად ამ საკითხს, მაგრამ რამდენიმე საქმე უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა. მაგალითისთვის X v. Norway და X v. Austria , სადაც ადამინის უფლებათა ევროპულმა კომისიამ აბორტის საკითხის კონვენციის მეორე მუხლთან შესაბამისობაზე უარი განაცხადა. ასევე საქმე A, B and C v. Ireland , მოცემულ საქმეში სასამართლოს განცხადებით ფეტუსის უფლებები პირდაპირ არ არის დაცული კონვენციის მეორე მუხლით და მისი სიცოცხლის უფლება შეზღუდულია დედის უფლებებით. ამიტომაც სახელმწიფოს გადასაწყვეტია თუ რა სამართლებრივ გარანტიებს მისცემს ის ჩანასახს. სასამართლომ მოცემულ საქმეში განმარტა, რომ კონვენციის მერვე მუხლში არ მოიაზრება აბორტის უფლებიც მინიჭების უფლებაც. შეიძლება დავასკვნათ, რომ კონვენციის მეორე მუხლი არ ეხება ფეტუსის სიცოცხლის უფლების დაცვას და სახელმწიფოს აქვს საშუალება, თავად გადაწყვიტოს თუ რა სამართლებრივ გარანტიებს გაიღებს მისთვის. განსხვავებული დამოკიდებულებას ვაწყდებით ბავშვის უფლებათა კონვენციაში, სადაც პირნათლად არის აღიარებული ფეტუსის სიცოცხლის უფლება, თუმცა სახელმწიფოების ნაწილის მიერ გამოითქვა აზრი, რომ დაუბადებელი ბავშვის უფლებები დაცული არ უნდა იქნეს.
რადგანაც კონვენციებში განსხავებულად არის მოწესრიგებული ფეტუსის სიცოცხლის უფლება, საინტერესოა რა გარანტიებს იძლევა შიდა კანონდებლობა. სახელმწიფოების უმეტესობა აბორტისთვის იყენებს ჩვენებებს: სამედიცინო(საფრთხე ექმნება დედის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), სოციალური(დედის სოციალურ-ეკონომიკური მძიმე მდგომარეობა), ეთიკური (ზნებორივი გარემოებები, როგორიცაა გაუპატიურება, ინცესტი და ა.შ.) და ევგენური(ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვის დაბადება). სახელმწიფოების უმეტესობაში აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებითაც, მაგრამ გამონაკლისები აქაცაა. განსხვავებულად წესრიგდება ვადებიც, კერძოდ, შიდა კანონდებლობაში შეიძლება აბორტი აკრძალული იყოს ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ ჩვენებების დროს და სხვა შემთხვევაში უკანონოდ ჩაითვალოს, თავდაპირველი სტადიის დროს და ნებისმიერ სტადიაზე თუ დედას აქვს ამის სურვილი.
შიდა კანონდებლობა შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებადაც სიცოცხლის უფლების აღიარების სტანდარტებით: ისეთი სახელმწიფოები სადაც აღიარებულია ყველას სისოცოცხლის უფლება და ნორმები ზოგადაა მოწესრიგებული, ისეთ ჯგუფებად სადაც კონსტიტუციაში არის მითითებული სიცოცხლის უფლების დაცვის გარანტიებზე, შესაძლებელია იქნეს შეზღუდული სიცოცხლის უფლება, არსებობს მისი ჩამორთმევის უფლება და ისეთი სახელმწიფოები სადაც ჩანასახის უფლება პირდაპირ არის შეზღუდული კონსტიტუცით.
ახლა კი რამდენიმე სახელმწიფოს მაგალითი განვიხილოთ: გერმანიის კანონდებლობით დაცული არ არის დეტუსის სიცოცხლის უფლება და ამაზე მოწმობს უზენაესი სასამართლოს განცხადება, რომ ფეტუსი სიცოცხლის უფლების დაცვით სარგებლობს მას შემდეგ რაც დაიწყება მშობიარობა, მანამდე კი მხოლოდ აკრძალუალია განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებები. საფრანგეთის კანონდებლობით კი ფეტუსს ფიზიკური პირის სტატუსი არც აქვს მინიჭებული. აშშ-ს რაც შეეხება ზემოთ მოყვანილი საქმე Roe v. Wade მოწმობს რომ ფეტუსი არ არის ფიზიკური პირი და ის ვერც სარგებლობს იმ სამართლებრივი გარანტიებით რითაც ჩვეულებრივი პირი ისარგებლებდა. კანადაში კი ,,Winnipeg”-ის საქმეზე სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი მხოლოდ დაბადებულ ადამიანს იცავს და აღიარებს.
,,ადამიანის სიცოცხლე დაცულია..“ ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციის 10.1 მუხლში. შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციაც არ იძლევა ზუსტ დეფინიციას იმ საკითხზე, იცავს თუ არა ის ფეტუსის სიცოცხლის უფლებას. თუმცა, შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები ასახულია ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. საქართველოს კანონდებლობით ორსულობის შეწყვეტა დედის სურვილით შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ნაყოფის ასაკი არ აღემატება 12 კვირას და როცა ნაყოფი 12-22 კვირისაა. ამ პერიოდის შემდეგ აბორტი არალეგალურია. 12 კვირამდე აბორტის გაკეთება უნდა მოხდეს დედის ინიციატივით, ასევე სერტიფიცირებული ექიმის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში. 12 კვირის შემდეგ კი სახეზე უნდა იყოს სამედიცინო და სოციალური ჩვენებები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფეტუსის სიცოცხლის დასაცავად გარკვეული ღონისძიებები არის გატარებული (აბორტის მოსაფიქრებელი ვადის დაწესება მაგალითისთვის და ა.შ.), დედის უფლებები მაინც უფრო მაღლა დგას.
გარდა სახელმწიფოებისა საზოგადოების აზრიც ორად არის გაყოფილი. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფეტუსის სიცოცხლის აღიარებაზე აცხადებს უარს ერთ-ერთ არგუმენტად ქალთა უფლებების შებოჭვას იშველიებს, მათი აზრით ფეტუსის უფლების აღიარებით და აბორტის აკრძალვით დაირღვევა ქალთა ძირითადი უფლებები. აბორტის მომხრეები აცხადებენ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთ სხეულზე არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია Brüggemann and Scheuten v. Germany -ის საქმე , სადაც ევროპულმა კომისიამ დაადგინა, რომ მერვე მუხლიდან (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) გამომდინარეობს ფეხმძიმე ქალის უფლება აბორტზე. საინტერესოა საქმე Paton v. U.K. , სადაც კომისიამ დაადგინა, რომ ფეხმძიმე ქალის სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფეტუსის სიცოცხლე. შესაბამისად ვიგებთ, რომ ქალთა უფლებები შეიძლება უფრო წინ დადგეს ფეტუსის სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით. საზოგადოების მეორე ნაწილის აზრი კი ძირითადად მორალთან არის კავშირში.
საბოლოოდ, არათუ საზოგადოება, არამედ სახელმწიფოები და საერთაშორისო აქტებიც განსხვავებულ აზრს იზიარებენ ფეტუსის სიცოცხლის უფლებებასთან მიმართებით. მსგავსი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, პრობლემების წარმომშობია რადგან სასწორზე დგას ქალთა ძირითადი უფლებებიც.თუმცა ფაქტი ერთია, იმისთვის რომ რომელიმე უფლება განსაკუთრებით არ შეილახოს არ უნდა მოხდეს მეორის აბსოლიტური აღიარება.
გამოყენებული ლიტერატურა:
European Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedom article
Universal Declaration of Human Rights, article
Convention on the Rights of the child, preamble
საქართველოს კონსტიტუცია (კონსოლიდირებული ვერსია),
მ. ხუციშვილი ,,ფეტუსის სიცოცხლის უფლება“ სამაგისტრო ნაშრომი, გორი 2019
მ. თოლორდავა ,,ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა“ ,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა ნაშრომების კრებული: სამართლის აქტუალური საკითხები (№2), თბილისი 2018
ლ. ჭელიძე „სიცოცხლის უფლება ფეტუსისათვის“, ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ და საერთაშორისო სამართალში (სტატიათა კრებული), რედ. კ. კორკელია, თბილისი 2002
ვ. გონაშვილი, ნ. ხიზანიშვილი „ ჩანასახის სიცოცხლის უფლება (შედარებითი ანალიზი) შრომების კრებული“, ქუთაისი , 2013
ლ. იზორია , კ. კორკელია ,კ. კუბლაშვილი ,გ. ხუბუა , „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, თბილისი, 2005
ნ. ფარსადანიშვილი ,,ლეგალიზებული მკვლელობა“ ,ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე გამოწვევები (სტატიათა კრებული) , რედ. კ. კორკელია, 2009
Opinion | A Woman’s Rights - The New York Times (nytimes.com)
https://www.nytimes.com/interactive/2018/12/28/opinion/pregnancy-women-pro-life-abortion.html
ავტორი: მარიამ ჩიტაია
თსუ იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა