გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო აშშ-ში1642 2022.03.01
გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო აშშ-ში

 

გამოხატვის თავისუფლება დაცული არის აშშ-ში კონსტიტუციის პირველი შესწორებით,რომლის მიხედვითაც, კონგრესს ეკრძალება მიიღოს ისეთი კანონი,რომელიც შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.პირველი შესწორება არ არის აბსოლუტური და არსებობს ვიწრო შეზღუდვები გამოხატვის რაღაც კატეგორიებისთვის,ასევე შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში საერთოდ არ ექცეოდეს კონკრეტული სახის გამოხატვა. პირველ რიგში,გამოხატვის თავისუფლებაზე როცა ვმსჯელობთ საჭიროა აღინიშნოს,რომ არსებობს ორი ტიპი გამოხატვა: high value speech and low value speech.პირველ მათგანს ისეთი აზრების გამოხატვა მიეკუთვნება,რომელიც არის მნიშვნელოვანი და გარკვეული სარგებლობის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის,ხოლო მეორე მათგანს მიეკუთვნება ისეთი მოსაზრების გამოხატვა,რომელიც აშკარად მიუღებელია საზოგადოებისთვის და წარმოადგენს პროფანაციას.

გამოხატვის თავისუფლების აშშ-ს მოდელზე მსჯელობისას უნდა აღინიშნოს მოსამართლეების ოლივერ ვენდალ ჰოლმსისა და ლუის ბრანდეისის ღვაწლი და  მუხლჩაუხრელი ბრძოლა,რათა დაემკვირდებინათ ახალი სტანდარტი.საქმეზე ‘’აბრაამსი შეერთებული შტატების წინააღმდეგ’’ მოსამართლეები თავიანთ განსხვავებულ აზრში,რომელიც წერილობით ჩამოაყალიბეს,ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სასამართლო რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცული უნდა ყოფილიყო ყველა აზრი,მიუხედავად მისი პოლიტიკური ქვეტექსტისა და სარჩულისა.ისინი ამტკიცებდნენ,რომ გამოხატვა არ უნდა შეიზღუდოს გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც ამ გამოხატვით სახეზე არის ნათელი და მყისიერი საფრთხე.ჰოლმსი და ბრანდეისი მიიჩნევდნენ რომ საჭირო არ იყო გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება,არამედ მაშინ შეიძლებოდა გამოხატვის უფლებაში ჩარევა თუკი ამით აშკარა იყო რომ დადგებოდა მყისიერი საფრთხე.თუკი გამოხატვა გასცდებოდა ფარგლებს და გადაიზრდებოდა მყისიერი ძალადობის მოწოდებაში

სწორედ ასეთ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მისი რეგულირება.ეს განსხვავებული აზრი საფუძვლად დაედო აშშ-ს გმაოხატვის თავისუფლების იმ მოდელს,რომელიც დღეს არის წარმოდგენილი.

ახალი სტანდარტი შექმნა სასამართლომ საქმეზე ‘’ბრანდენბურგი ოჰაიოს წინააღმდეგ’’.საქმის მასალებით ცნობილი იყო,რომ ბრანდენბურგი დამნაშვედ ცნეს სინდიკალიზმისს აქტის მიხედვით,რომელითაც დასჯადად ცხადდებოდა მოწოდება დანაშაულის,საბოტაჟსა და ძლადობისკენ,რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური და ინდუსტრიული რეფორმის მიღწევისკენ.ამასთან დაკავშირებით სასამართლომ გააქუმა მიღებული გადაწყვეტილება და ჩამოაყალიბა ახალი სტანდარტი,რომლითაც მაქსიმალურად არიც დაცული გამოხატვა.ბრანდეისის მიხედვით, იმისთვის რომ გამოხატვა აირკძალოს საჭიროა გვქონდეს სამი ელემენტი,ესენია:

1. კანონის დარღვევისკენ პირდაპირი და ცალსახა მოწოდება

2. გამოხატვა,რომელიც თავისი არსით მოუწოდებს კანონის დაუყოვნებლივ დარღვევაზე.

3. მაღალი ალბათობა იმისა,რომ მოწოდება გამოიწვევს კანონის დაუყოვნებლივ დარღევას.

აშკარა და მყისიერი საფრთხის ტესტით გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურად დაცულია,თუკი ეს მოწოდება აშკარა,პირდაპირ და იმწუთიერ საფრთხეს არ ქმნის.

აშშ-ს პირველი შესწორებით გამოხატვის თავისუფლება რომ მაღალი სტანდარტით არის დაცული ამაზე მეტყველებს საქმე ‘’ტეხასი ჯონსონის წინააღმდეგ’’.ჯონსონმა ამერიკის დროშა დაწვა რონალდ რეიგანის პოლიტიკის გასაპროტესტებლად.ტეხასისი სასამართლომ ის გაამტყუნა,რადგან ტეხასის კანონით დასჯადად ცხადდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დროშის დაწვა,როგორც საპატივცემულო ნივთის შებღალვა.სასამართლომ კი განაცხადა რომ ტეხასის კანონი ეწინააღმდეგებოდა პირველ შესწორებას,რომლითაც დაცული იყო გამოხატვის თავიუსუფლება,ხოლო დროშის დაწვა კი ექცეოდა ამ უფლებით დაცულ სფეროში.

1.1გამოხატვა,რომელიც არ არის დაცული პირველი შესწორებით

როგორც ქეისლოს ანალიზის საფუძველზე დავინახეთ, აშშ-ში დამკვიდრებული არის გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტი,თითქმის აბსოლუტურ უფლებასთან აქვს აშშ-ს გათანაბრებული ეს მეტად მნიშვნელოვანი და ბუნებითი უფლება,თუმცა აქაც ვხვდებით გამონაკლისებს.აშშ-ს პირველი შესწორებით დაცული არ არის გამოხატვა,რომელიც არის პანიკის,ინდივიდუალური შუღლის გამომწვევი,დანაშულზე წაქეზება და უხამსობა.

პირველი შესწორებით დაცული არ არის ერთ-ერთი შეძახილი,რომელიც იწვევს პანიკას ხალხში,ეს შეძახილია - ‘’ხანძარია’’ ხალხით სავსე თეატრში,როდესაც ხანძრის საშიშროება არც კი არსებობს.სასამართლომ,კერძოდ კი მოსამართლე ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა, საქმეში ‘’შენკი აშშ-ს წინააღდეგ’’ დაადგინა ეს გმაონაკლისი,რომელიც ეხება მხოლოდ ისეთ სიტუაციებს,როდესაც ადამიანს ნათლად შეეძლო განეჭვრიტა, რომ მისი სიტყვები გამოიწვევდა პანიკას და ზიანს მიაყენედა საზოგადოებას.

უზენაესმა სასამრთლომ საქმეში ‘’ჩაპლინსკი ნიუ ჰემპშირის წინააღმდეგ’’ დაადგინა რომ ინდივიდუალური შუღლის გამაღვივებელ შეძახილებს პირველი შესწორება არ იცავს.უფრო ფართოდ რომ განვმარტოთ,სასამართლო ადგენს,რომ გამოხატვა,რომელიც პირდაპირ იწვევს ძალადობას იმ პირის მხრიდან, რომლის მიმართაც გამოვლენილი იყო ეს ძალადობა ვერ იქნება პირველი შესწორებით დაცული.თუმცა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოქტრინაში ერთიანი და მკაფიო შეხედულება არ არის ჩამოყალიბებული.რაც შეეხება პრაქტიკას,გამოხატვს თავისუფლება პრაქტიკულად მოცემული საფუძვლით არ ყოფილა შეზღუდული,რაც გონივრულ აზრს ბადებს,რომ შუღლის გამაღვივებელი შეძახილიც შესაძლებელია ექცეოდეს პირველი შესწორებით დაცულ უფლების სფეროში.

დანაშაულზე წაქეზებას არ იცავს პირველი შესწორება.შემთხვევა,როდესაც პირი მეორე პირს წააქეზებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენში არ ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში.ვინაიდან, ტექნოლოგია ვითარდება და წინ მიიწევს ისმის კითხვა: ჩაითვლება თუ არა დანაშულზე წაქეზებად საჯარო მოწოდება სოციალური ქსელით,ტელევიზიით ან გაზეთით.ამასთან დაკავშირებით კი უნდა გამოვიყენოთ მყისიერი საფრთხის ტესტი და ყოველი კონკრეტული საქმის დროს დავადგინოთ თუ რა ვითარებაში,დროსა და ადგილზე მოხდა გამოხატვა და მოწოდება ძალადობრივი ქმდებისკენ,რადგან აბსტრაქტული მოწოდება ძალადობისკენ,როცა შეიარაღებული ან აღტკინებული მოსახლეობა არაა,როცა ქვეყანაში სიმშვიდეა არ უნდა მოხვდეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს გარეთ,რადგან ის არ იწვევს მყისიერ და ნათელ საფრთხეს.

‘’მილერი კალიფორნიის შტატის წინააღმდეგ’’ უხამსობის აკრძალვისთვის სასამართლომ დაადგინა სამწვეროვანი ტესტი,რომლის მიხედვითაც გამოხატვის შეზღუდვა არ ეწინააღმდგება პირველ შესწორებას.შესაბამისად,უხამსობა იკრძალება თუკი:

1. ‘’საშუალო ადამიანი’’ მასალებს არ მიიჩნევს მწველი ინტერესის გამომწვევად

2.მოცემული მასალები აშკარად სქესობრივ ქმედებას ასახავს შეურაცხმყოფელი ფორმით,რაც შტატის კანონით არის დადგენილი.

3. მასალები მოკლებულია სერიოზულ,ინტელექტუალუ,პოლიტიკურ ან მეცნიერულ ფასეულობას.

ამ ტესტით დამკვიდრდა სტანდარტი უხამსობასთან დაკავშირებით და დღესაც ეს კანონი მოქმედებს აშშ-ში,სადაც თითქმის ყველა შტატის კანონით არის გათვალისწინებული ეს ტესტი. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი შესწორება აბსოლუტური არ არის და არსებობს შეზღუდვები გამოხატვის გარკვეული კატეგორიისთვის.ამ მიდგომას ‘’კატეგორიაზაცია’’ უწოდეს აშშ-ში,სადაც ეს მოდელი პირველ განვითარდა საქმეში ‘’ნიარი მინესოტას წინააღმდეგ’’,რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი შესწორებით დაცული არ არის გამოხატვა,რომელიც:

1. საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას

2. უხამსი გამოხატვა

3. არღვევს მშვიდობას და საფრთხეს უქმნის საკუთრებას

4. ცილისმწამებლურია

უნდა აღინიშნოს რომ პირველი შესწორება მიუხედავად გამოხატვის შინაარსისა არ იცავს იმგვარ გამოხატვას,რომელიც საფრთეს უქმნის ეროვნულ უშიშროებას,ადამაინის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,საკუთრებას.პირველად ეს მიდგომა გაჟღერდა საქმეში ‘’ბრანდენბურგი ოჰაიოს წინააღმეგ’’ და შემდეგ უფრო კარგად განიმარტა და განმტკიცდა სასამართლოს მეირ საქმეში ‘’კოენი კალიფონიის წინააღმდეგ’’.სასამართლოს განმარტებით გამოხატვა,რომელიც იწვევს მყისიერ საფრთხეს ვერ მოექცევა პირველი შესწორებით დაცულ სფეროში,ხოლო მყისიერი და იმწუთიერი საფრთხის გამოწვევის დამტკიცებამდე მოქმდებს პრეზუმცია,რომ გამოხატვა ექცევა პირველი შესწორებით დაცულ უფლებაში.

 

ბიბლიოგრაფია

1.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“ IIპარ.19

2.EU Human Rights Guidelines on Freedom of Expression Online and Offline

3.https://www.law.cornell.edu/supremecourt/text/491/397

 

ავტორი: გვანცა ტაკაშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე