სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 2403 2023.02.23
სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი განისაზღვრა

ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის ზღვარი დაწესდება

ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 1 იანვარს შევიდა და პირველ ეტაპზე მხოლოდ სტაციონარში მომუშავე ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესდება.

 

რას გულისხმობს ცვლილება?

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში – შვიდი ლარით (თვეში 1 260 ლარით), ხოლო ექთნებისთვის საათში 4.4 ლარით (თვეში 792 ლარით) განისაზღვრება. 

სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს.