საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის გარკვევა, თუ რისი უფლება გააჩნდა მოსარგებლეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის დანგრევის შემთხვევაში. საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან. ამავე კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად კი, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.
ხსენებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საცხოვრებელი სადგომი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს. კონკრეტული ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე წარმოადგენს იმ პირს, ვისაც კანონით დადგენილი გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, აქვს მესაკუთრედ ცნობის უფლება. მითითებული კანონით განსაზღვრული მოსარგებლის უფლება ვრცელდება დათმობის გარიგების საფუძველზე, მის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე და, შესაბამისად, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უშუალოდ იდგა ეს საცხოვრებელი სადგომი (და არა მიმდებარე ტერიტორია). ამდენად, იმ საცხოვრებელი სადგომის დანგრევა, რომელზედაც მხარეს გააჩნდა მოსარგებლის უფლება არ იწვევს იმ უფლების მოსპობას, რომელიც მას გააჩნია იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მყარად იყო დაკავშირებული საცხოვრებელი სადგომი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლება ვრცელდებოდა დანგრეული საცხოვრებელი სადგომის მიწის ნაკვეთის (რომელზედაც უშუალოდ მდებარეობდა სადავო სახლი) შესაბამის წილზე. იხილეთგადაწყვეტილებასრულად>>>სასამართლო-გადაწყვეტილება
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა