რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება?2379 2024.04.10
რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება?

ნასყიდობის ხელშეკრულების ცნება

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით:

- ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
 

- მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
 

-  თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

 

ნასყიდობის შინაარსი

ნასყიდობის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად გავრცელებული და პოპულარულია ჩვენს რეალობაში. მისი შინაარსის უკეთ აღქმისათვის, გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

• ნასყიდობის ხელშეკრულებაში მონაწილე სუბიექტები არიან - გამყიდველი და მყიდველი;

 

• აქვს ა) ორმხრივადმავალდებულებელი, ბ) კონსესუალური და გ) სასყიდლიანი ბუნება - რაც ნიშნავს, რომ ის უფლება-მოვალეობებს წარმოშობს ორივე მხარისათვის და ნამდვილია ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან

 

რა არის ნაყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობები?

ნასყიდობის ხელშეკრულებაში კანონით გათვალისწინებულ არსებით პირობებად განიხილება:

ნასყიდობის საგანი (როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონება და არამატერიალური სიკეთე);

 

ნასყიდობის ფასი (რომელიც, უნდა იყოს განსაზღვრული ან სულ მცირე - განსაზღვრადი).

 

ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მრავალი პრობლემური საკითხი იჩენს თავს.

ხშირია კითხვები ნივთის ნაკლთან, ხელშეკრულების მოშლასთან, ბათილობასთან და სხვ. დაკავშირებით.

 

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.