რას მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამართალი?1295 2024.07.01
რას მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამართალი?

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით:

ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, სახელის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, მარტივი მისახვედრია, რომ დაკავშირებულია გონებასთან/ინტელექტთან და არა ცოდნასთან, გამოცდილებასთან...

რა არის ინტელექტუალური საკუთრება?

ინტელექტუალური, ანუ გონების/ინტელექტის შემოქმედების შედეგი.

მაგალითად, ლექსს ადამიანი ქმნის.  ამ შემთხვევაში სწორედ ის არის ავტორი და მას აქვს საკუთრება ამ ინტელექტუალური შემოქმედების შედეგზე.

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი იყოფა ორ ნაწილად:

• საავტორო საკუთრება

• სამრეწველო საკუთრება

 

საავტორო საკუთრება

მოიცავს როგორც საავტორო, ასევე მომიჯნავე უფლებებს.

საავტორო უფლება უშუალოდ ავტორთანაა დაკავშირებული, ხოლო მომიჯნავე მის ახლო მდგომს ნიშნავს, ე.ი. ის თავისი არსით საავტორო უფლება არ არის, თუმცა მასთან მიახლოებულია.

 

მაგალითად, ადამიანმა შექმნა მუსიკალური ნაწარმოები - ის ავტორია, მაგრამ ვინც ამ მუსიკას ასრულებს იგი ავტორი ვერ იქნება, იგი მომიჯნავე უფლებების მქონეა - შემსრულებელია და გარკვეული უფლებები მასაც აქვს. კერძოდ, მას აქვს უფლება სიმღერის შესრულებაზე და არა უშუალოდ სიმღერასა და ტექსტზე, რადგანაც მათი ავტორი სხვაა, მაგრამ თვითონაა შემსრულებელი.

 

სამრეწველო საკუთრება

ინტელექტუალური საკუთრების მეორე სფეროა და ისიც თავის მხრივ რამდენიმე ნაწილად იყოფა, მათგან კი უმთავრესია:

• სასაქონლო ნიშნები (ე.წ. “trade mark”, ანუ სავაჭრო ნიშანი)

• გამოგონებები
 

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი საკმაოდ ვრცელი სფეროა.

ამ საკითხებზე კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.