გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
გადასახადის მეშვეობით სახელმწიფო საჯარო ფუნქციებისა და ამოცანების განსახორციელებლად იღებს გადასახადის გადამხდელის საკუთრების განსაზღვრულ ნაწილს.
გადასახადი სავალდებულო ხასიათის შენატანია - რაც გულისხმობს გადასახადის გადამხდელის იურიდიულ ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე.
• საერთო-სახელმწიფოებრივი
• ადგილობრივი
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
• საშემოსავლო გადასახადი;
• მოგების გადასახადი;
• დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
• აქციზი;
• იმპორტის გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი, რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.
• ქონების გადასახადი
მომავალ ბლოგებში, ასევე ვისაუბრებთ გადასახადის თითოეულ სახეზე.
კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა