მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა164 2025.04.16
მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

შესაძლებელია თუ არა მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა?

სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლის თანახმად:

გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას სასამართლოს მიერ.

 

ვინ არის უღირსი მემკვიდრე?

ვინ არ შეიძლება იყოს კანონითა და ანდერძით მემკვიდრე?

არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ანსამკვიდროში მათი წილის გაზრდას,

 

• ან/და ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ.

 

მშობლები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები

შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში.

კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით.

 

შესაძლებელია თუ არა პატიება უღირსი მემკვიდრისთვის?

პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში.

პატიების უკან წაღება არ დაიშვება.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.