კანონპროექტი პრემიერ–მინისტრის ახალი ფუნქციების შესახებ832 2012.10.19
კანონპროექტი პრემიერ–მინისტრის ახალი ფუნქციების შესახებ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ეხება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, კერძოდ, მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის, სხდომაზე საკითხისგანხილვის და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დელეგირების წესით შეიძლება გადაეცეს პრემიერ–მინისტრის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.