როგორ ხდება მოქალაქეობის არმქონე პირზე პასპორტის გაცემა863 2012.10.19
როგორ ხდება მოქალაქეობის არმქონე პირზე პასპორტის გაცემა
ქვეყნებში გადაადგილებისას პასპორტი რომ აუცილებელია ეს კარგად ვიცით, თუმცა შესაძლებელია გაგვიჩნდეს კითხვა, თუ როგორ უნდა მიიღოს ეს დოკუმენტი მოქალაქეობის არმქონე პირმა. რაღა თქმა უნდა კანონში ასეთი დაშვება გაკეთებულია და სამგზავრო პასპორტის მიღების თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება გააჩნია სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი; ასევე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირს, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა; არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირიიმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა; 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირს, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, თუ ამ არასრულწლოვანზე გაცემულია პირადობის მოწმობა.