ახალი სერვისი აღსრულების ეროვნულ ბიუროში829 2012.10.19
ახალი სერვისი აღსრულების ეროვნულ ბიუროში
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თავის მომსახურებებს კიდევ ერთი, ნოვაციური და საინტერესო სერვისი დაამატა, რომლით სარგებლობაც მოსახლეობას პირველი აგვისტოდან შეეძლება. ახალი სერვისი – „ფაქტების კონსტატაცია”, საშუალებას გაძლევთ ოფიციალურად დააფიქსიროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი და მიიღოთ ოქმი, რომელსაც მტკიცებულებად გამოიყენებთ. ეს სერვისი მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს: ქონების გაქირავებამდე მისი მდგომარეობის ასახვისთვის; სამეზობლო დავებისას – წყლის ჩამოშვებისას, საერთო სარგებლობის კიბით, სხვენით ან გზით სარგებლობის ხელისშეშლის შემთხვევაში;
  • ჩუქების; გაყრის; ქონების გაყოფის; მემკვიდრეობით მიღების დროს ქონების სრული ინვენტარიზაციისათვის;
  • შესრულებული სამუშაოს აღწერისთვის, მაშინ, როდესაც დამზადებული ნივთი ან საქონელი არ აკმაყოფილებს კონტრაქტის პირობებს;
  • საავტორო უფლებების დაცვისათვის;
  • პირატული პროდუქციის გაყიდვის დაფიქსირებისათვის; განქორწინების პირობების შეუსრულებლობისას;
  • სტიქიური უბედურების ან სხვა სახის ავარიულ სიტუაციებში ზარალის შესახებ დადასტურებული ფაქტის დასადგენად; დაკვეთის შესრულების დროში უმიზეზოდ გაწელვისას.
  • ეს არასრული ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაშიც ეს ახალი მომსახურება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ვარაუდობენ, რომ „ფაქტების კონსტატაციის” სერვისი მნიშვნელოვნად შეამცირებს სასამართლო პროცესების ხანგრძლივობას მტკიცების სტადიის ხარჯზე; ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებას და მოახდენს უფლებათა წინასწარგანზრახული დარღვევის პრევენციას. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში. ((წყარო:http://nbe.gov.ge))