რას წარმოადგენს პირადობის მოწმობის შეცვლის ვალდებულება2886 2012.10.19
რას წარმოადგენს პირადობის მოწმობის შეცვლის ვალდებულება
საქართველოს კანონმდებლობის მიხევდვით, არის მიზეზთა ჩამონათვალი, რის გამოც თქვენ გეკისრებათ ვალდებულება შეცვალოთ თქვენი პირადბის მოწმობა. ეს მიზეზებია:

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა; თქვენი სახელის ან გვარის შეცვლა; მოწმობის ჩანაწერში უზუსტობის დადგენა; მოწმობის ხმარებისათვის უვარგისობა; მოწმობის დაკარგვა. ახალი პირადობის მოწმობის აღებისას, თქვენ შეგიძლიათ რეგისტრაციის შეუცვლელად აიღოთ პირადობის მოწმობა. ასევე გეძლევათ შესაძლებლობა მესაკუთრის თანხმობით ან საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით დარეგისტრირდეთ სხვა მისამართზე. ვადაგასული ან ხმარებისათვის უვარგისი პირადობის მოწმობის შესაცვლელად უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს. პროცედურის გავლისთვის დაგჭირდებათ შესაცვლელი პირადობის მოწმობა; საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მესაკუთრის თანხმობა (როდესაც მოქალაქე რეგისტრირდება სხვა მისამართზე); კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, როდესაც არასრულწლოვანი იცვლის მისამართს და დამოუკიდებლად გადის რეგისტრაციას; ორი ფერადი ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ იუსტიციის სახლში. პირადობის მოწმობა 20 წლამდე პირებზე 3 წლის ვადით გაიცემა; 20-დან 65 წლამდე პირებზე 10 წლის ვადით ხოლო 65 წლის ზევით პირებზე უვადოდ. ((წყარო:http://house.gov.ge))

სხვა სიახლეები