მშვიდობა – რისთვისაც ყველა ვერთიანდებით !2172 2012.10.20
მშვიდობა – რისთვისაც ყველა ვერთიანდებით !
მშვიდობა ის ოცნება და მოლოდინია, რომელიც ყველა ქართველს და არა მარტო ქართველს გვაქვს. მშვიდობა სწორედ ის არის, რისთვისაც ვიბრძვით. მსოფლიო ნელ–ნელა და ნაბიჯ–ნაბიჯ იმდენად იკვრება, რომ უკვე თუნდაც ერთ ქვეყანაში არსებული დაძაბულობა ტალღასავით უვლის ყველას. ეს ყველაფერი პოლიტიკის და პოლიტიკოსების განსჯის ფარგლებს დიდი მანძილით სცდება და ადამიანებს შორის სოლიდარობას ბადებს. სახელმწიფოებისა და სტრუქტურების მიღმა ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ერთნაირად განვიცდით ძალადობას, ტერორს, უუფლებობას თუ უმოქმედობას; განვიცდით შიშსაც და ამასთან არ გვტოვებს შეგრძნება იმისა, რომჩვენ შეგვიძლია რაიმე შევცვალოთ.