2067
2012.11.27
ღია და დახურული საზოგადოება
ცნება „ღია საზოგადოება“ პირველად ჰ. ბერგსონმა გამოიყენა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ცნებამ კ. პოპერის სოციოლოგიურ ნააზრევში შეიძინა („ღია საზოგადოება და მისი მტრები“, 1957). პოპერის თანახმად, ღ. ს–ში არ არსებობს შეზღუდვები და ბარიერები სოციალური პოზიციების (სტატუსების) მიღებასა (შეუზღუდავი ვერტიკალური სოციალური მობილობა) და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში (პრესის თავისუფლება). ღ.ს. საზოგადოების ტიპია, რომელიც დიდ შესაძლებლობას იძლევა ადამიანის გონების თავისუფალი განვითარების, კრიტიკული დისკუსიისა და გადაწყვეტილების თავისუფალი მიღებისათვის. ღ. ს–ისათვის არსებითია რწმენა ადამიანისადმი, მისი გონებისა და კანონის წინაშე თანასწორობისადმი. ღ.ს–ში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დისკუსიას. არ არსებობს კრიტიკისათვის აკრძალული თემები. ამის საპირისპიროდ, ღ. ს–ში ვერტიკალური სოციალური მობილობა შეზღუდულია, სოციალური სტატუსი შვილებს ხშირად მშობლებისაგან მემკვიდრეობით გადაეცემა. ცოდნასა და ინფორმაციაზე საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ (პრივილეგირებულ) ფენას მიუწვდება ხელი. ასევე შეზღუდულია არსებული ნორმებისა და ტრადიციების კრიტიკა. როგორც წესი, ღ.ს. გამოირჩევა ტრადიციულობით.