,,ჰაბეას კორპუსი“2721 2012.11.28
,,ჰაბეას კორპუსი“
ლათინური გამოთქმაა, რომელიც სიტყვასიტყვით სხეულის ქონის უფლებას ნიშნავს. ეს 1679 წლის ინგლისური კანონის ისტორიული სახელწოდებაა, რომელიც კრძალავს სასამართლოს ორდერის გარეშე პიროვნების დაკავებას და თითოეული საქმის სასამართლოში მოსმენის გარანტიას იძლევა. ამ კანონმა გააფართოვა თავისუფლებათა დიად ქარტიასა (1215წელი) და უფლებათა პეტიციებში (1628) მოცემულ სამოქალაქო უფლებათა დაცვის პრინციპები. ამჟამად, „ჰ.კ.” გულისხმობს ერთი პირის ვალდებულებას დააკავოს მეორე პირი და წარადგინოს დაპატიმრებული, ან დაკავებული მისი დაკავების თარიღისა და მიზეზების აღნიშვნით. დაკავების კანონიერება უნდა განსაზღვროს სასამართლო ხელისუფლებამ და, თუ დაკავება უკანონოა, პიროვნება უნდა განთავისუფლდეს. ეს უკანონო დაპატიმრების საწინააღმდეგო საპროცესო გარანტიაა. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ცნობილია „ამპაროს” სახელწოდებით.