1058
2012.12.10
რომელ სამართლებრივ ფაქტებს უკავშირდება ისტორიაში 10 დეკემბერი?
ისტორიაში თითოეული დღე რაღაც ფაქტით არის დასამახსოვრებელი და ყურადღება მისაქცევი. რა თქმა უნდა არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი. სწორედ 10 დეკემბერს უკავშირდება სამართლებრივად მნიშვნელოვანი არა ერთი მოვლენა, რომელმაც სფეროში უდიდესი ძვრები მოახდინა. როდესაც სამართალზე, სამართლიანობასა და უფლებებზე ვსაუბრობთ, ალბათ პირველ რიგში ”ადამიანს უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია” გაგვახსენდება. მისი დამტკიცება კი სწორედ სწორედ 1948 წლის 10 დეკემბერს მოხდა. ამ დღემდე, თითქმის მთელი საუკუნით ადრე, 1869 წელს, ამერიკის ერთ-ერთი შტატის მტიან რეგიონ - ვაიომინგში ქალებს მიენიჭათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. 1867 წლის 10 დეკემბერს პირველი საგზაო შუქნიშანი დამონტაჟდა პარლამენტის შენობებთან, ლონდონში. ჰგავდა რა რკინიგზის სიგნალებს, შუქნიშნები ღამით ანათებდა წითელი და მწვანე გაზის ლამპებით. ის ძალიან ჰგავდა რკინიგზის სიგნალებს. 1932 წლის 10 დეკემბერს ტაილანდი კონსტიტუციური მონარქია გახდა. 10 დეკემბერი ასევე ასოცირდება ნობელის პრემიასთან. 1896 : ნობელი, ალფრედ - შვედი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის დამფუძნებელი, ხოლო 1901 - პირველი ნობელის პრემიის მინიჭების ცერემონია ჩატარდა. 1906 წელს აშშ-ის პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა, და იგი პირველი ამერიკელი ლაურიატი გახდა. 1953 - დოქტორ ალბერტ შვაიცერს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია ჰუმანიტარული საქმიანობისთვის. 1970 -წელს, სოფლის მეურნეობის მეცნიერ ნორმან ბორლაუგს, "მწვანე რევოლუციის მამას", მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია. 2010 წელს კი ჩინელი ადამიანის უფლებათა აქტივისტი ლიუ სიაობო დაუსწრებლად დააჯილდოვეს 2010 წლის ნობელის მშვიდობის პრემიით. ასევე 10 დეკემბერს, 1817 წელს - მისისიპი გახდა ამერიკის მეოცე შტატი; 1898 წელს დასრულდა ესპანეთ-ამერიკის ომი პარიზის ხელშეკრულების ხელმოწერით. ეს დღე ასევე ერთ-ერთი მაშტაბური ქურდობით არის ცნობილი, 1968 წლის იაპონიის უდიდესი გაქურდვა, დღემდე ამოუცნობი "300 მილიონი იენის ქურდობა" რომელიც მოხდა ტოკიოში.