864
2012.12.17
რა ხდება მაშინ, როდესაც ასამართლებენ ქვეყანას?
ადამიანები ჩადიან სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, აქვთ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივი დარღვევები. ამისათვის ისჯებიან ან ამტკიცებენ თავის სიმართლეს და აგნებენ საბოლოო დამნაშავეს. კანონი ითვალისწინებს თითქმის ყველა შესაძლო შემთხვევას და გვაძლევს მათ მარეგულირებელ ნორმებს. საინტერესო კი ის არის, თუ როგორ გვარდება დავა, როდესაც მომჩივანიც და მოპასუხეც არა კონკრეტული პირი, არამედ სახელმწიფოა?
სახლმწიფო - სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის საკითხი რომლის დახვეწასაც მსოფლიო დღემდე ცდილობს და ახალ ფაქტორებს ამატებს. და მაინც, ვინ გაასამართლებს სახელმწიფოს? მაგალითისთვის გამოგვადგება ევორპული კონვენციაც. მისი 33-ე მუხლის მიხედვით - "ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მაღალი ხელშემკვრელი სხვა მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ." აქედან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო, საერთაშორისო კონვენციების ხელმოწერითა და რატიფიცირებით, მოიპოვებს გარკვეულ უფლებებს, რომელიც ნათლად არის გამოსახული ამ საერტაშორისო კანონებში. თუმცა როგორც ვხედავთ, კანონი უფლებასთან ერთად ითვალისწინებს უამრავ მოვალეობასაც და გარკვეულწილად სადამსჯელო ღონისძიებებსაც. ხელმომწერი ქვეყანა კი ცნობს როგორც უფლებებს ასევე მოვალეობებს სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებთან მიმართებაში.
გენოციდი, ნაციზმი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ... ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი საერთაშორისო სისხის სამართლის დანასაულისა, რომლისთვისაც სახელმწიფო გაუსამართლებიათ. ამას ემატება ადამიან უფლებებით მრავალმხრივი დარღვევა. და როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აქაც გამოგვადგება შემდეგი მიდგომა - კანონის დაცვა უზრუნველყოფს შენსავე დაცვას. უფლების დაღვევისთვის კი შეიძლება დაისაჯოს თავად სახელმწიფოც კი.