ჩვენი ადვოკატები მიმდინარე საქმის ბედს დადებითად აფასებენ. შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესები საჯაროა, ვისაც ინტერესი გაუჩნდება აღნიშნული საქმის მიმდინარეობის გასაგებად, შეგიძლიათ თავისუფალ რეჟიმში დაესწროთ სასამართლო სხდომებს. დამატებით გაცნობებთ, რომ საქმეს განიხილავს მოსამართლე, ბ-ნი ანჟელი ხუროძე. გარდა ამისა, დღეს სკაიპის მეშვეობით დაგვიკავშირდა გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელმაც კონსულტაციის გაწევა საქმიანი რეპუტაციის შელახვის საკითხებზე მიიღო. მისი თქმით, საქმე ეხება ტელეკომპანია მაესტროს ეთერით გასულ ჟურნალისტური გამოძიების დატვირთვის მქონე გადაცემას, სადაც მისი საქმიანი რეპუტაცია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეილახა. მოქალაქის განცხადებით (სახელს და გვარს არ ვაფიქსირებთ შეგნებულად), მან შეიძლება თავისი ინტერესების დაცვა სასამართლო წესით განახორციელოს და ასეთ შემთხვევაში ისარგებლოს ჩვენი იურიდიული ფირმის მომსახურებით. საერთო ჯამში დღეს 20-მდე დაინტერესებულ მოქალაქეს გაეწია უფასო იურიდიული კონსულტაცია. მათთვის საინტერესო საკითხები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ უმრავლესობა შრომის სამართლის, სისხლის სამართლისა და მემკვიდრეობის სამართლის საკითხებით იყო დაინტერესებული.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა