რა პრივილეგიებს ანიჭებს კონკორდატი მართლმადიდებლურ ეკლესიას?3373 2013.01.04
რა პრივილეგიებს ანიჭებს კონკორდატი მართლმადიდებლურ ეკლესიას?
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობის საკითხი. აღნიშნული საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ხშირად ცხარე კამათის თემა ხდება.სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობას არეგულირებს კონკორდატი – კონსტიტუციური შეთანხმება,რომელიც დადებულია საქართველოს სახელმწიფოსადა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002წელს. კონკორდატი გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას:
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია
  • როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება
  • სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით
  • ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები
  • ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან
  • სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული
  • სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობისათვის
  • სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე