813
2013.01.10
საერთაშორისო კონფერენცია ელექტრონული მართლმსაჯულების შესახებ
2013 წლის 10 იანვარს სასტუმრო „რედისონში“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ გამჭვირვალობის და ეფექტურობის უზრუნველყოფა სასამართლოების ფუნქციონირების პროცესში: საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების ზეგავლენა“ გახსნა. საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან მოსამართლეები: პოლონეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან, ფინეთიდან, ესპანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, სინგაპურიდან, ნორვეგიიდან, მოლდოვადან, იტალიიდან, ყაზახისტანიდან, ყირგიზეთიდან, სერბეთიდან, ჰოლანდიიდან, მოლდოვადან, ლატვიიდან, ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან, საბერძნეთიდან, სლოვაკეთიდან, ტაჯიკეთიდან, გერმანიიდან. საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუცვლიან სასამართლო საქმეების ელექტრონული მართვის, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოების თანამედროვე სისტემების შესახებ. კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ სასამართლოებში ასევე ელექტრონული სამართალწარმოების სხვა თანამედროვე ინოვაციებისმათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკის, ინტრანეტის, პროგრამული უზრუნველყოფა სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიებისთვის შესახებ. საერთაშორისო კონფერენცია 2 დღე გაგრძელდება და იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმართება.