მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია2912 2013.01.18
მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია
იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. კანონმდებლობით დადგენილია მეწარმე იურიდიული პირის შემდეგი სამართლებრივი ფორმები: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - სპს; კომანდიტური საზოგადოება - კს; სააქციო საზოგადოება - სს; კოოპერატივი. აღნიშნულ სამართლებრივ ფორმებს შორის ძირითადი განსხვავება გამოწვეულია პარტნიორთა ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებით. სერვისზე განმცხადებელი შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (დასარეგისტრირებელი სუბიექტის ერთ-ერთი პარტნიორი/დამფუძნებელი, ხელმძღვანელობასა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ან დაინტერესებული პი­რის წარმომად­გე­ნე­ლი. მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  3. ყველა პარტნიორის/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული შეთანხმება/წესდება.
  4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი რეგისტრირდება პარტნიორის/დამფუძნებლის, ხელმძღვანელის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პირების საკუთრებას, დამატებით წარმოსადგენი იქნება აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა). იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იმავდროულად არ არის საზოგადოების დამფუძნებელი, დამატებით წარმოსადგენია მისი თანხმობა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას ახორციელებს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით უნდა წარმოადგინოს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი. რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების საფასური შეადგენს 100 ლარს (1 სამუშაო დღეში) , იმავე დღეს მიღებისათვის კი 200 ლარს. წყარო: house.gov.ge