საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა787 2013.01.21
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება, ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. საჯარო განხილვა სტუდენტებთან და პროფესორებთან  გაიმართება 22 იანვარს, 15:30 საათზე,სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ წვეულებათა დარბაზში (თავისუფლების მოედანი N4). საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, ოპოზიციური ფრაქციებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სტუდენტებს და პროფესორებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს წარუდგენენ და   საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ.

შეხვედრები ასევე  გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ოზურგეთი (23 იანვარი), ბათუმი (23 იანვარი), გორი (24იანვარი), რუსთავი (25 იანვარი), თელავი (25 იანვარი) და ახალციხე (26 იანვარი). 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.