ნოტარიატის შესახებ კანონში ცვლილებები შევა854 2013.01.26
ნოტარიატის შესახებ კანონში ცვლილებები შევა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისისა და რეგიონების 100–მდე ნოტარიუსს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა არსებულ ვითარებასა დასისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე, სიახლეებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტი მაღალმთიანი და დაბალშემოსავლიანი რეგიონების მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაა. მინისტრის განცხადებით, დაწესდება გარკვეული შეღავათები, რათა ყველა იმ რეგიონში, სადაც ამჟამად სანოტარო ბიურო არ მოქმედებს, ნოტარიუსებს მუშაობის სურვილი და მოტივაცია გაუჩნდეთ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში უკვე მზადდება

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ამა წლის გაზაფხულზე დაინიშნება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და სტაჟირება. ნოტარიუსთა პალატა მაღლამთაინ რეგიონებში ნოტარიუსობის კანდიდატებს დაეხმარება სწავლის ხარჯების გაწევაში და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მათ სანოტარო ბიუროს მოწყობასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. გარდა ამისა იგეგმება ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში მთელი რიგი ცვლილებების შეტანა.