2013 წლის 31 იანვარი799 2013.01.31
2013 წლის 31 იანვარი
მოგესალმებით ჩვენო მეგობრებო! 2013 წლის პირველი თვე უკვე დასრულდა. იანვარი ჩვენი ბიუროსთვის ორმაგად გამორჩეული იყო. ერთი მხრივ იმით, რომ OK & CG-მ ამ თვეში ახალ ოფისში (შარტავას 24–ში) გადაინაცვლა და მეორე მხრივ იმით, რომ ჩვენს გუნდს სტაჟიორთა ახალი ნაკადი შემოუერთდა. სტაჟიორებმა თეორიული ლექციების პარალელურად უკვე დაიწყეს კონკრეტული საქმეების გაცნობა და მათთვის დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა. გასული თვე საკმაოდ დატვირთული იყო სასამართლო პროცესებითაც. საინტერესო შრომითი დავის განხილვა იყო დღესაც. მართალია, გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო, მაგრამ ჩვენი ადვოკატი იმედიანადაა განწყობილი, რომ დავა ჩვენი მარწმუნებლის სასარგებლოდ გადაწყდება. ბიურო კვლავ მასპინძლობს უფასო იურიდიულ კონსულტაციის მსურველებს, როგორც უშუალოდ ოფისში, ასევე სკაიპით myadvokat.ge