ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ახალი სტანდარტი პენიტენციურ სისტემაში818 2013.02.04
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ახალი სტანდარტი პენიტენციურ სისტემაში
2013 წლის 4 თებერვალს ძალაში შევიდა ბრალდებულთა და მსჯავდებულთა კვების ახალი სტანდარტი. გაუმჯობესებული სტანდარტი მომდევნო კვირიდან სრული დათვირთვით ამუშავდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. კვების ახალ რაციონში შესული ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“. ძირითადი განსხვავები ძველსა და ახალ კვების რაციონებს შორის ასეთია: 1. ახალ სტანდარტში კალორიები შეესაბამება ევროპულ სტანდარტს - დაბალი, საშუალო და მაღალი ფიზიკური აქტივობის კატეგორიებისთვის. 2. შექმნილია სხვადასხვა ჯგუფებზე მორგებული 11 განსხვავებული მენიუ (დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფთათვის, ნახევრადღია და ღია ტიპის დაწესებულებებისთვის, ქალი მსჯავდებულებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის, არასრულწლოვანთათვის, დიაბეტით დაავადებულთათვის, სამკურნალო დაწესებულებაში მყოფთათვის, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებით დაავადებულთათვის, ღვიძლით დაავადებულთათვის და პოსტოპერაციულ მდგომარეობაში მყოფ მსჯავდებულთათვის) 3. ახალი სტანდარტი მოიცავს 12 ისეთ პროდუქტს, რომელიც აქამდე მსჯავდებულთა კვების რაციონში საერთოდ არ შედიოდა. 4. ძველი სტანდარტში კალორაჟი ძირითადად უზრუნველყოფილი იყო იყო პურ-პროდუქტების, ცხიმების და პარკოსნების ხარჯზე. აღნიშნული პროდუქტები შენარჩუნებულია ახალ მენიუშიც, თუმცა გაზრდილია ხორცის და რძის ნაწარმის წილი. ახალი სტანდარტი სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დიეტოლოგების და ჰიგიენის ინსტიტუტის ერთობლივი მუშაობის პროდუქტია.